ორი რუსეთი

პოკემონიან ბლოგერ სოკოლოვსკიზე დავწერე ადრე. ვინც ეგ ისტორია არ იცით, ჯერ გადახედეთ.

დღეს პროკურორმა მისთვის 3,5 წლიანი პატიმრობა მოითხოვა. კოლონიაში. ბრალდებულის საქციელი სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არისო, – განაცხადა. პირობითი მსჯავრის წინააღმდეგი ვარო – ჰუმანური იქნებოდა, მაგრამ დაუსჯელობის რწმენას გააჩენდაო.

სასამართლო პროცესი ეკატერინბურგში მიმდინარეობს, სადაც, სხვათა შორის, ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ქალაქის უძველესი ტაძრის დანგრევა ბრძანა. “დაგეგმილი რეკონსტრუქციის” მიზეზით. მე-18 საუკუნის ტაძარს კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას (РПЦ-ს) დაუბრუნა. ერპეცემ კი დაანგრია. ალბათ, იმ მიზნით, რომ რომელიმე სოკოლოვსკი არ შევიდეს და პოკემონები არ დაიჭიროს.

ამასობაში რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ნიჟნი ნოვგოროდის მთავარმა სამმართველომ მფრინავი მაკარონის მონსტრის (პასტაფარიანული) ეკლესია დაარეგისტრირა.  პასტაფარიანელებმა ლეგალური უფლება მოიპოვეს რუსეთის ტერიტორიაზე აღასრულონ ღვთისმსახურება, სხვა რელიგიური რიტუალები მღვდელმთავრების ხელდასხმის ჩათვლით.

Pastafarianism-MinJust 

რაც თავი მახსოვს, სულ მეორე რუსეთის ძებნაში ვართ. ჰოდა, ბატონებო, ვინც მაინცდამაინც რუსოფილიით ხართ შეპყრობილები, იმ რუსეთს მაინც მიბაძეთ, სადაც, თუკი ადამიანს ამის სურვილი აქვს, მფრინავ სპაგეტის შეიძლება სცეს თაყვანი, ხელდასხმა გაიაროს და სულიერი მოძღვარი ერქვას. რა თქვენი უკანალის საქმეა? ესეც ხომ გეიევროპა და მასონური ამერიკა არაა – რუსეთია. მართლმადიდებლური და ერთმორწმუნე რუსეთი.

იმდენს კი ნუ ვიზამთ, რომ რუსეთის იუსტიციის მინისტრის გონებაგახსნილობისა შემშურდეს… არც ვიცი, ვინ ოხერია და რა გვარია.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.___

P.S.

ისე კი, ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლის მორწმუნე ან მფრინავ სპაგეტის უწუნებდეს რამეს ან ბიბლიურად თავისუფალ გირჩს უცნაურია. ჩემმა მზემ.

Advertisements

კედელი და ფალოსი

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ილუსტრაცია გამოამზეურა.

Tbilisi Sea Project

ალბათ იფიქრებთ რომ გავგიჟდი და საძაგლობებს ვდებ. არა, მე არ გავგიჟებულვარ – ეს არის თბილისის მერიის მიერ შეკვეთილი – თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაცია. ამ გეგმაში თბილისის მერიამ ერთ უცხოურ კომპანიას 476 ათასი ლარი გადაუხადა. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში.

ჩვეული ცინიზმით წერს ელისაშვილი.
სამწუხაროა, რომ ყველაფრის კრიტიკის ჟინით შეპყრობილი დეპუტატი ვერ ხედავს ამ პროექტის სიმბოლურ მნიშვნელობას.

ჯერ ერთი, ცნობილია, რომ კოსმოსიდან ერთადერთი, რაც დედამიწაზე ჩანს, ჩინური კედელია. ახლო მომავალში ჩინურ კედელს თბილისური ფალოსიც დაემატება. ეს ერთიორად გაზრდის შანსს, მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი არადედამიწელ ცივილიზაციებთან სწორედ თბილისში შედგეს.

მეორეც, სამწუხაროა, რომ დაბოღმილ ელისაშვილს ან გამორჩა ან შეგნებულად არ ამჩნევს, რომ თბილისის ზღვის ფალოსი მიმართულია ჩრდილოეთისკენ და სიმბოლურად ადასტურებს საქართველოს მიერ არჩეულ დასავლურ ვექტორს, რაც სულ ახლახანს ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ გადაადგილების უფლების მინიჭებით გამტკიცდა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ნაცები, ჯიპები და მეუფეები

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში “პრიორიტეტები” (ტელეკომპანია “იბერია”) ნაცების კიდევ ერთ, აქამდე უცნობ მზაკვრობას ახადა ფარდა:

ნაციონალურმა მოძრაობამ “ტოიოტას” ჯიპები გამიზნულად დაურიგა მეუფეებს, რათა ეს ფაქტი საზოგადოებაში გახმაურებულიყო და ამითი გამოეწვიათ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი, – განაცხადა უფლებადამცველმა.

რა თქმა უნდა, მეუფეებს არ სურდათ ნაცების ამ “საჩუქრის” მიღება,  მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრიარქოს კანცელარიაში და იმუქრებოდნენ, რომ თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე “დაინახავს რაც მოუვა”-ო.

ვანო მერაბიშვილი დილა-საღამოს პირადად ამოწმებდა ჯიპების გარბენმეტრს და კილომეტრაჟს ითვლიდა.

მეტიც, რამდენიმე მეუფემ, მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, უარი განაცხადა ჯიპში ჩაჯდომაზე, მაგრამ გიგა ბოკერიამ სრულიად წარმოუდგენელი მზაკვრობა მოიფიქრა – სასულიერო პირებს ძალად სვამდნენ ჯიპებში და რამდენიმე კუნთმაგარი ნაცი – როგორიც კაკო ბობოხიძე, უკნიდან აწვებოდა ავტომობილს და მიაგორებდა. ჯიპში მჯდომ მეუფეს კი “რუსთავი 2”-ის კამერა იღებდა და შემდეგ “კურიერში” აჩვენებდნენ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=23230

პრემიერი და მინისტრი

მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე.

ერთი მეპატრონე შევიდა მარანსა თვისსა ნახვად ღვინისა. ნახა ქვევრის პირსა ერთი ჯამი იდგა.

ჰკითხა მემარნესა: – რად დგას ჯამი ესე აქა?

მან მოახსენა: რაოდენჯერ შემოვალ თითოს ამით ღვინოს შევსვამო.

ეწყინა მეპატრონესა და ეგრე თქვა: ჩემი ღვინო ამა კაცსა აუოხრებიაო.

და ერთი კაცი სხვა დაუყენა თავსა, რომე მაგოდენს ღვინოს ნუ ასმევო.

მეორეზე რა შევიდა მარნად, ნახა ორი ჯამი იდგა ქვევრთან.

ჰკითხა მემარნესა: ეს რა უნდა იყოსო?

მან მოახსენა: ერთი ჩემია, რომლითა ვსვემდი და მეორე მაგ ჩემს ამხანაგს მოუნდება, ახლა რომე დამიყენეო.

სულხან-საბა ორბელიანი. (მეპატრონე და მემარნე) სიბრძნე სიცრუისა.

ერთხელ დავწერე, პარლამენტის სესია სანამ გაიხსნება, კარგია თუ დეპუტატებს ჰიმნთან ერთად  ფილმს “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” აჩვენებენ-მეთქი. მთავრობის წევრებს კი ფრედერიკ ბასტიას “ეკონომიკურ სოფიზმებს” წააკითხებენ…

მაგრამ ბასტია, ალბათ, რთულად “მიდის”, თან – უცხოა და აგერ მშობლიური “სიბრძნე სიცრუისაც” გადასარევად გამოადგებოდათ.

შენ წამკითხავი თქვი, თორემ…

გზა მონასტრისკენ

ერთხელ, როცა კომპარტიის მერამდენეღაც ყრილობა მიდიოდა, ნოდარ დუმბაძე იმ დროს ნაინფარქტალი იწვა და “მოამბეში” მოუკრავს ყური – “მივბაძოთ ამხანაგ ჩერნენკოსო!” ჰოდა, ჩაიბურდღუნა თურმე:

– ამხანაგო, ენას ძლივს ვაბრუნებ, ფეხს ძლივს ვადგამ, აღარაფრის თავი მაქვს და სხვა კიდევ რითი მივბაძოო…

ამხანაგო, ფასები ისე იზრდება, რომ საჭმელს ვერ ვჭამთ, სასმელს ვერ ვსვამთ და არც სხვა რამის ფული დაგვრჩა და კიდევ ტაძარი და მონასტერი გვინდა?

იქ ვართ უკვე.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

მთავრობა არის პრობლემა!

მთავრობა არ არის ჩვენი დღევანდელი პრობლემების გადაწყვეტა. მთავრობაა თავად პრობლემა! – ეს რონალდ რეიგანის ცნობილი სიტყვებია. ყველა მემარჯვენე ლიბერალის და ლიბერტარიანელის საყვარელი ციტატა.

სხვა საყვარელი ციტატა პოლიტიკოსებისგან ბილ ქლინთონს ეკუთვნის: დიდი მთავრობების დრო წავიდა!

პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ქლინთონის ადმინისტრაციამ ფედერალური მთავრობა შეამცირა 200’000 (ორასი ათასი!) ჩინოვნიკით. მიუხედავად ამისა  ამის წყალობით, ქლინთონის პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამერიკაში, ვიდრე ყველა სხვა პრეზიდენტის მმართველობის დროს. მეტი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში, დაბალი ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.

იმიტომ რომ დიდი მთავრობა არ იყო ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა. მთავრობა იყო თავად პრობლემა!

სხვა რა ვთქვა – ჩემზე კომპეტენტური ხალხი განიხილავს ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ ე.წ. “პროგრამას” და, რომ ვაკვირდები, ეკონომისტებს შორის სრული კონსენსუსია. ბატონმა ლადო პაპავამაც კი დაიწუნა. Smile

აპრავებენ მხოლოდ დუნდუა, ენძელა და ზაზა ხუციშვილი.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ნავალოვსკი, გვაგინე – ახლა კი ღირსები ვართ!

სახლში დარჩენილები საარჩევნო ყუთთან რომ მისულიყვნენ, უკეთესი პარლამენტი გვექნებოდა. ვინც სახლში დარჩა, სწორედ ისინი არიან ყველაზე გემოვნებიანი, ყველაზე გონიერი, ყველაზე  ბრძენი ამომრჩევლები – უკეთესი საქართველო. ჩვენ, ვინც მივედით და ავირჩიეთ – ნაყარ-ნუყარი ხალხი ვართ. და პარლამენტიც ჩვენნაირი ავირჩიეთ.

ასე რომ იყოს მართლა – რა კარგი იქნებოდა. მართლა რომ ასე იყოს, კიბატონო, დავირქმევ ყველაზე უპრინციპო, უნამუსო, უტვინო ამომრჩეველს. მაგრამ სულ ტყუილად ვურჩევთ ერთმანეთს საქმეს – ვინც სახლში დარჩა, ისინიც რომ შეგვმატებოდნენ, ამავე პარლამენტს ავირჩევდით.

Continue reading “ნავალოვსკი, გვაგინე – ახლა კი ღირსები ვართ!”