ტექსტი წარმოადგენს ამონარიდს ჟაკ ტიურგოს წერილიდან “ვენსან დე გურნეს საქებარი სიტყვა”. პირველი ვარიანტი ვენსან დე გურნეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა 1759 წელს.
მოგვიანებით, ტიურგომ წერილი განავრცო და 1776 წლის ვერსია მოიცავს, როგორც დე გურნეს, ასევე თავად ტიურგოს მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შეჯამებას.
ჟაკ კლოდ მარი ვენსან დე გურნე მე-18 საუკუნის ფრანგი კომერსანტი და ლიბერალი ეკონომისტია. ავტორი ფორმულისა laissez faire et laissez passer (მარტივად რომ ვთარგმნო – მთავრობა, თავი დაგვანებე!). მის ეკონომიკურ წერილებში გამოჩნდა პირველად ტერმინი “ბიუროკრატია”. დე გურნე სახელმწიფო საბჭოს წევრი და ვაჭრობის სამეფო საბჭოს თავმჯდომარე იყო. არის თავისუფალი ვაჭრობის, დაბალი გადასახადების, ნაკლები ადმინისტრირების იდეოლოგი. ცდილობდა კონკურენციის ხელშეწყობასა და მონოპოლიზმის მოსპობას.
ანრი რობერ ჟაკ ტიურგო ფრანგი ფილოსოფოსი და ლიბერალი ეკონომისტია. იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი (გენერალური კონტროლიორი). ლუი XVI –მ თანამდებობიდან გადააყენა, მისი ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები კი უკუ შეატრიალა. როგორ დაამთავრა მეფემ – კი ვიცით.
კომერციასა და ეკონომიკურ კავშირებზე
Continue reading “სახელმწიფოს როლი და კომერციის თავისუფლება”