სერგი გვარჯალაძე და “უსერტიფიკატო” თბილისელები

თბილისის “ღამის მერი” სერგი გვარჯალაძე დანიშნვისთანავე შეუდგა თბილისის ეკონომიკის განვითარებას. თბილისის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი – ტურიზმზე მოდის. ბოლო წლებია, ჩვენს ქალაქში ტურისტების რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება, მაგრამ ბატონი გვარჯალაძე ფიქრობს რომ ამ კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი და თბილისს მეტი სტუმრის მიღება შეუძლია.

საჭიროა, ის დაბრკოლებები მოვხსნათ, რაც ტურისტების ზრდას ხელს უშლის – ამ მიმართულებით თბილისის “ღამის მერს” ბევრი სასარგებლო ინიციატივა აქვს:

Continue reading “სერგი გვარჯალაძე და “უსერტიფიკატო” თბილისელები”

კედელი და ფალოსი

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ილუსტრაცია გამოამზეურა.

Tbilisi Sea Project

ალბათ იფიქრებთ რომ გავგიჟდი და საძაგლობებს ვდებ. არა, მე არ გავგიჟებულვარ – ეს არის თბილისის მერიის მიერ შეკვეთილი – თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაცია. ამ გეგმაში თბილისის მერიამ ერთ უცხოურ კომპანიას 476 ათასი ლარი გადაუხადა. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში.

ჩვეული ცინიზმით წერს ელისაშვილი.
სამწუხაროა, რომ ყველაფრის კრიტიკის ჟინით შეპყრობილი დეპუტატი ვერ ხედავს ამ პროექტის სიმბოლურ მნიშვნელობას.

ჯერ ერთი, ცნობილია, რომ კოსმოსიდან ერთადერთი, რაც დედამიწაზე ჩანს, ჩინური კედელია. ახლო მომავალში ჩინურ კედელს თბილისური ფალოსიც დაემატება. ეს ერთიორად გაზრდის შანსს, მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი არადედამიწელ ცივილიზაციებთან სწორედ თბილისში შედგეს.

მეორეც, სამწუხაროა, რომ დაბოღმილ ელისაშვილს ან გამორჩა ან შეგნებულად არ ამჩნევს, რომ თბილისის ზღვის ფალოსი მიმართულია ჩრდილოეთისკენ და სიმბოლურად ადასტურებს საქართველოს მიერ არჩეულ დასავლურ ვექტორს, რაც სულ ახლახანს ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ გადაადგილების უფლების მინიჭებით გამტკიცდა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ნაცები, ჯიპები და მეუფეები

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში “პრიორიტეტები” (ტელეკომპანია “იბერია”) ნაცების კიდევ ერთ, აქამდე უცნობ მზაკვრობას ახადა ფარდა:

ნაციონალურმა მოძრაობამ “ტოიოტას” ჯიპები გამიზნულად დაურიგა მეუფეებს, რათა ეს ფაქტი საზოგადოებაში გახმაურებულიყო და ამითი გამოეწვიათ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი, – განაცხადა უფლებადამცველმა.

რა თქმა უნდა, მეუფეებს არ სურდათ ნაცების ამ “საჩუქრის” მიღება,  მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრიარქოს კანცელარიაში და იმუქრებოდნენ, რომ თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე “დაინახავს რაც მოუვა”-ო.

ვანო მერაბიშვილი დილა-საღამოს პირადად ამოწმებდა ჯიპების გარბენმეტრს და კილომეტრაჟს ითვლიდა.

მეტიც, რამდენიმე მეუფემ, მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, უარი განაცხადა ჯიპში ჩაჯდომაზე, მაგრამ გიგა ბოკერიამ სრულიად წარმოუდგენელი მზაკვრობა მოიფიქრა – სასულიერო პირებს ძალად სვამდნენ ჯიპებში და რამდენიმე კუნთმაგარი ნაცი – როგორიც კაკო ბობოხიძე, უკნიდან აწვებოდა ავტომობილს და მიაგორებდა. ჯიპში მჯდომ მეუფეს კი “რუსთავი 2”-ის კამერა იღებდა და შემდეგ “კურიერში” აჩვენებდნენ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=23230

ლიონელ მესი: “ახლა ვხვდები, რომ მამამ გამაბითურა!”

ესპანეთის ფინანსთა სამინისტრო და პროკურატურა ლიონელ მესის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. დამალული თანხა 4.1 ევროს შეადგენს და “ადიდასთან”, “პეპსი-კოლასთან”, “დანონთან”, “პროქტერ ენდ გემბლთან” და სხვა კომპანიებთან 2007-2009 წლებში გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებულ შემოსავალს მოიცავს, რომელიც არგენტინელმა ვარსკვლავმა ბელიზში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიების მეშვეობით ესპანურ საგადასახადო უწყებას დაუმალა. საქმის არსებითი განხილვა 31 მაისს დაიწყო, თუმცა თავად ბრალდებული პროცესზე მხოლოდ 2 ივნისს გამოცხადდა. ჟურნალისტებთან ხანმოკლე გასაუბრების დროს ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ საკუთარ ფინანსურ საქმეებს ის არ განაგებს და ეს საქმე მრავალი წელია უკვე მისი მამის, ხორხე ორასიო მესის ხელშია. 

Continue reading “ლიონელ მესი: “ახლა ვხვდები, რომ მამამ გამაბითურა!””

ჯორჯ სოროსი ახალ რევოლუციებს გეგმავს

საქართველოსა და უკრაინის ე.წ. “ვარდების” და “ნარინჯისფერი” რევოლუციებისა და “მაიდანის” სულისჩამდგმელი და მთავარი იდეოლოგი ჯორჯ სოროსი ახალ ფერად რევოლუციებს გეგმავს, ამის შესახებ ინტერნეტ-რესურსი inforesist (საინფორმაციო წინააღმდეგობა) იუწყება. პროექტი, რომლის უკანაც ჯორჯ სოროსი დგას, გულისხმობს მსოფლიოს დაფარვას ალტერნატიული, უსადენო (Wi-Fi) უფასო ინტერნეტ-ქსელით, ე.წ. აუთერნეტით.  Outernet-ი დაფარავს ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებს და მასთან დაკავშირება ნებისმიერ ელექტრონულ მოწყობილობას ექნება, რომელსაც Wi-Fi ქსელზე წვდომის უნარი აქვს, იქნება ეს კომპიუტერი, სმარტფონი თუ პლანშეტი. Outernet-ის სიგნალი გავრცელდება თანამგზავრების მეშვეობით და მისი დახშობა შეუძლებელი იქნება.

ერთი შეხედვით, Outernet-ის მიზანი კეთილშობილია – უზრუნველყოს უფასო ინტერნეტ-კავშირით იმ ქვეყნების მოსახლეობა, სადაც ინტერნეტი ძვირია ან შეზღუდული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურ ეჭვს იწვევს ამ პროექტის დამფინანსებლის, ჯორჯ სოროსის კეთილი ზრახვები.

Continue reading “ჯორჯ სოროსი ახალ რევოლუციებს გეგმავს”

კვლევა: რელიგიის ფაქტორი განათლების სისტემაში

“განათლების სისტემის შესწავლისა და რეფორმირების ცენტრმა” დაასრულა საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მასშტაბური კვლევა და პირველი შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის მიზანი იყო გამოევლინა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას უკეთესი განათლების მისაღებად, ისევე როგორც უკეთეს კომუნიკაციას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

კვლევა ჩატარდა ნაციონალური მასშტაბით და 82 სკოლა მოიცვა, მათგან 30 – მდებარეობს თბილისში და 52 – რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ევროპაში აპრობირებული მეთოდიკით და მის განხორციელებაში კონსულტანტის სტატუსით მონაწილეობდნენ ნორვეგიელი და დანიელი ექსპერტები.

Continue reading “კვლევა: რელიგიის ფაქტორი განათლების სისტემაში”

რუსეთი სანქციებს ამკაცრებს

დღეს რუსეთში მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც დასავლეთის ქვეყნებიდან სასურსათო პროდუქციის იმპორტის  აკრძალვა განიხილეს. მთავრობის სხდომას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. სურსათის იმპორტზე დაწესებული 1-წლიანი შეზღუდვის ეფექტური განხორციელებისთვის, პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობის წევრებს ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაავალა.

კერძოდ, რუსეთის საბაჟოს ფედერალურ სამსახურს მიეცა დავალება სანიტარულ სამსახურთან ერთად შეიმუშავოს ეფექტური ზომები აკრძალულ სიაში მოხვედრილი სასურსათო პროდუქციის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე აღმოჩენისა და დაკავებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საბაჟო კავშირში შემავალ ქვეყნებთან საზღვარზე, რომ აკრძალული პროდუქტი რუსეთში რე-ექსპორტის გზით, აკრძალვის გვერდის ავლით არ მოხვდეს.

Continue reading “რუსეთი სანქციებს ამკაცრებს”

რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ანუ 2013 წლის შეჯამება

 

 

აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

 

პატრიარქის მიერ პრემიერისთვის მირთმეული საათის ჭეშმარიტი ისტორია

როგორც ცნობილია, 13 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესტუმრა პატრიარქი და საჩუქრად საათი მიართვა, რომლის სავარაუდო ფასი აღემატება საჯარო მოსამსახურისთვის გადაცემული საჩუქრის დასაშვებ ღირებულებას. ამ ზღვარს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადებისგან თავს იკავებს, მაგრამ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შესაძლოა, კანონი არ დარღვეულა და ე.წ. “საათის სკანდალი” ქართული ოცნების მიმართ არაკეთილგანწყობილი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ  ცარიელ ადგილზე აგორებული აღმოჩნდეს.

Continue reading “პატრიარქის მიერ პრემიერისთვის მირთმეული საათის ჭეშმარიტი ისტორია”