თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ილუსტრაცია გამოამზეურა.

ალბათ იფიქრებთ რომ გავგიჟდი და საძაგლობებს ვდებ. არა, მე არ გავგიჟებულვარ – ეს არის თბილისის მერიის მიერ შეკვეთილი – თბილისის ზღვის კონცეპტუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ილუსტრაცია. ამ გეგმაში თბილისის მერიამ ერთ უცხოურ კომპანიას 476 ათასი ლარი გადაუხადა. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში.
ჩვეული ცინიზმით წერს ელისაშვილი.
სამწუხაროა, რომ ყველაფრის კრიტიკის ჟინით შეპყრობილი დეპუტატი ვერ ხედავს ამ პროექტის სიმბოლურ მნიშვნელობას.
ჯერ ერთი, ცნობილია, რომ კოსმოსიდან ერთადერთი, რაც დედამიწაზე ჩანს, ჩინური კედელია. ახლო მომავალში ჩინურ კედელს თბილისური ფალოსიც დაემატება. ეს ერთიორად გაზრდის შანსს, მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი არადედამიწელ ცივილიზაციებთან სწორედ თბილისში შედგეს.
მეორეც, სამწუხაროა, რომ დაბოღმილ ელისაშვილს ან გამორჩა ან შეგნებულად არ ამჩნევს, რომ თბილისის ზღვის ფალოსი მიმართულია ჩრდილოეთისკენ და სიმბოლურად ადასტურებს საქართველოს მიერ არჩეულ დასავლურ ვექტორს, რაც სულ ახლახანს ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ გადაადგილების უფლების მინიჭებით გამტკიცდა.
© Tony Clifton Digital Media Ltd.
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
You must be logged in to post a comment.