ჩემი ესპანური სირცხვილი

ბრაზი მახრჩობს და მრცხვენია.

მრცხვენია ჩვენი პრემიერ-მინისტრის ნაცვლად. და გაბრაზებული ვარ, ის რომ ჩვენი პრემიერია.

მრცხვენია, როდესაც მას მარგო სიმონიანი აქებს.

მოხერხება ხომ უნდა, სიმონიანმა შეგაქოს. ‍

როდესაც მას ვუსმენდი, იმ წამს უფრო მეტადაც კი მძულდა, ვიდრე პუტინი და ლუკაშენკო მძულს.

ის ორი გადამთიელი მტერია და ეს – ჩემს ქვეყანას წარმოადგენს. ამიტომ წარმომადგენს მეც.

ბევრი ჩემი მეგობარი ამბობს – ის ჩემი პრემიერი არ არის.

არც მე ამირჩევია. ვაპროტესტებ. მისი და მისი უფროსის წინააღმდეგ აქციებზე გამოვდივარ. მაგრამ ჟოზეფ დე მესტრმა თქვა: “ყველა ერს ის მთავრობა ჰყავს, რომელსაც იმსახურებს”. ამიტომ, სანამ ჩემი ქვეყნის პრემიერად რჩება, ჩემი სახელითაც ლაპარაკობს.

ამიტომ მახრჩობს ბრაზი და მრცხვენია.

Слава Україні! Героям слава!

#StandWithUkraine