ართურ ლაფერი
რა არის ფასი? საქონლის ღირებულება
იაზროვნე ეკონომიურად – გაკვეთილი მეორე
1950-იანი წლების ბოლოს, Ford Motor Company-მ 400 მილიონი დოლარი დაახარჯა ახალ მოდელს, Ford Edsel-ს. ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა ავტომობილს გამორჩეული, იოლად ამოსაცნობი დიზაინით, სანამ მესამე და უკანასკნელ წელს სრულიად ნათელი არ გახდა – Edsel კოლოსალური ჩავარდნა იყო, იმ წელს სულ რამდენიმე Edsel აწარმოვეს. ამ ავტომობილის განვითარებისა და წარმოების მიმდინარე ხარჯები ბევრად აღემატებოდა მის ღირებულებას.
ამ ამბისგან ძალიან განსხვავებულია თოჯინას, სახელად Cabbage Patch ისტორია. მის გამოჩენას 1980-იანი წლების დასაწყისში არნახული აჟიოტაჟი მოჰყვა – მშობლები მაღაზიის კარის გაღებამდე რამდენიმე საათით ადრე იკავებდნენ რიგს, ეს სათამაშო რომ წაეღოთ შვილებისთვის. ხანდახან ჩხუბიც იწყებოდა და მყიდველები მუჯლუგუნებით მიიკვლევდნენ დახლებისკენ გზას. ზოგი მზად იყო, მაღაზიის თავდაპირველ ფასზე ასჯერ მეტი გადაეხადა, ოღონდ თოჯინის გარეშე არ დარჩენილიყო. ცხადია, Cabbage Patch-ის ღირებულება მათთვის გაცილებით აღემატებოდა წარმოების ხარჯსაც და საცალო გასაყიდ ფასსაც.
რატომ იყო ავტომობილი ასეთი უღირალი და თოჯინა ასეთი ღირებული? რა ძალით? იმავე ძალით, რის გამოც ძვირდება ფირფიცარი, აკუმულატორი და პური, როდესაც ქალაქი მოსალოდნელ ქარიშხალს ელის. რა უნდა ისწავლონ კანონმდებლებმა ამ ფენომენისგან? ამისთვის ეკონომისტებს უნდა მოუსმინონ. Continue reading “10 გაკვეთილი ეკონომიკაში: რა ღირს?”
You must be logged in to post a comment.