ოცნების ეკონომიკა

ფეისბუქ სტატუსად დავწერე, მაგრამ დამენანა დასაკარგად. იყოს აქაც, ბლოგმა შემოინახოს.

**

ეკონომიკურ მოწყობაზე მეტყვიან ხოლმე – ახლა ამაზე დისკუსიის დრო არ არისო, ზედმეტი განხეთქილების შეტანა არისო, მაგრამ ეს რეჟიმი ასი პროცენტით, ნამდვილად დგას ამ მახინჯ ეკონომიკურ მოდელზე.

არა მხოლოდ ხიშტებზე, არამედ იმაზე, რომ ყოველი მესამე ჩვენს შორის მიაბეს ბიუჯეტს. ამ ფორმით თუ იმ ფორმით.

ამ ეკონომიკური მოდელის გამოა ზუსტად, რომ ვიღაცას მასწავლებელი ჰქვია, სპორტსმენი ჰქვია, ექიმი ჰქვია, ჟურნალისტი ჰქვია, ფილოსოფოსი ჰქვია, უსწავლია, უწვალია და დღეს ტროლად მუშაობს, არჩევნების გამყალბებლად მუშაობს, ზონდერად მუშაობს, გამპრავებლად მუშაობს, პროპაგანდისტად მუშაობს, მუქთა „მასოვკად“ მუშაობს სამთავრობო ივენთებზე… გაზაფხულდა, მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი დილით ყვავილებს რგავს და ნაშუადღევს დარაზმავენ და მიუქსევენ ხან რასმუსენს, ხან შოლცს, ხან ზაალ ანდრონიკაშვილს და ხან საკუთარ შვილს თუ შვილის კლასელს თუ მეგობარს და აგინებინებენ… Continue reading “ოცნების ეკონომიკა”

ფულის ბრუნვის სიჩქარისა და ფასების რაობისთვის

ფრენკ შოსტაკი

საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულება იმის შესახებ, თუ რა არის ფულის ბრუნვის სიჩქარე

საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით, ფულის ბრუნვის სიჩქარის არსი მარტივი ასახსნელია: დროის ნებისმიერ მონაკვეთში (მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში) მოცემული თანხა სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად შეიძლება რამდენჯერმე გამოიყენონ.

რატომ?

იმიტომ რომ ფული, რომელსაც ერთი ადამიანი რამე საქონლისა და მომსახურებისთვის დახარჯავს დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში, ამ თანხის მიმღებს შეუძლია სხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად გამოიყენოს მოგვიანებით. მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში, ერთი კონკრეტული ათ დოლარიანი ბანკნოტის გამოყენება შეიძლება შემდეგნაირად: ხაბაზი ჯონი ათ დოლარს გადაუხდის მოვაჭრე ჯორჯს პომიდვრის შესაძენად. ჯორჯი იმ ათი დოლარით ბობისგან იყიდის კარტოფილს, ბობი კი, თავის მხრივ, მივა თომასთან და შაქარს შეიძენს. როგორც ვნახეთ, ათი დოლარი სამ გარიგებას მოემსახურა. რაკი ერთი და იგივე ბანკნოტი ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გამოიყენეს, ვამბობთ, რომ ფულის ბრუნვის სიჩქარე არის 3. Continue reading “ფულის ბრუნვის სიჩქარისა და ფასების რაობისთვის”

ფოლ ჰეინე და ეკონომისტების დავიდარაბა

ნიქლაი ვენზელი

ოჯახი ისვენებს: ჯუჯღუნა ბიძა არ ბუზღუნებს, ბავშვები ყირაზე არ გადადიან, მამას მწვადები არ დაუწვავს… მოკლედ – ყველაფერი მიდის ისე, უკეთესს ვერ ინატრებ, მაგრამ საკმარისია ვინმემ „სამართლიანი“ ხელფასი ახსენოს და ცა თავზე გვემხობა, იმიტომ რომ ეკონომისტი ანკესზე წამოეგო.

ახლახან, ჩემმა ყოველმხრივ განათლებულმა და გონიერმა დამ მითხრა, რომ სკოლის მასწავლებლებს საკმარის ხელფასს არ უხდიან. მე გულუბრყვილოდ ვკითხე: როგორ შეიძლება ანაზღაურება არ იყოს „საკმარისი“, თუკი მასწავლებელმა ნებაყოფლობით აირჩია ეს სამუშაო და, ჩვენს განვითარებულ ეკონომიკაში, სხვა არჩევანიც ჰქონდა? ამაზე დამ მიპასუხა, რომ „საარსებოდ საკმარისი“ ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ… „საარსებოდ საკმარისი“ ანაზღაურების მნიშვნელობა არ მესმის, შეიძლება, არცთუ თავაზიანი ვარ, მაგრამ სიტყვასიტყვით ასე ვუთხარი… შემდეგ ვკითხე, საყოველთაო კეთილდღეობის სახელით, ხომ არ დაგვეკანონებინა დამაკმაყოფილებელი მინიმალური ხელფასი – 100 დოლარი საათში?

ჩემს კითხვას ფოლ ჰეინემ უპასუხა:

Continue reading “ფოლ ჰეინე და ეკონომისტების დავიდარაბა”

ავსტრიული სკოლის ანარეკლი მიწოდების ეკონომიკის სარკეში

ვრცელი პოსტის წაკითხვაში დრო რომ არ დაკარგოთ, დასაწყისშივე შევაჯამებ:
მიწოდების ეკონომიკა, ჩემი ხედვით, ავსტრიული სკოლის ნაწილია და ერთ-ერთი განშტოება. ამავე დროს, ჩემი ეს მოსაზრება უკიდურესად სპეკულაციურია და ალუბლის კრეფის მაგალითად გამოდგება. 😉

ავსტრიული სკოლის დამფუძნებელი კარლ მენგერია, დაფუძნების თარიღი – 1971 წელი, როდესაც მან „ეკონომიკის პრინციპები, ნაწილი პირველი“ (Grundsätze der Volkswirthschaftslehre, Erster, Allgemeiner Theil) გამოაქვეყნა. საქონლის ფასის თეორიაში მენგერმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა: განგვიმარტა ის, რაც ბევრს დღესაც არ ესმის – რატომ ღირს (ხოლმე) ერთი და იგივე საქონელი სხვადასხვა ფასი? რატომ არ განსაზღვრავს საქონლის ფასს მისი წარმოებისას გაწეული ხარჯი? რა მნიშვნელობა აქვს სუბიექტურ აღქმას საქონლის ღირებულების განსაზღვრისას? რატომ არის ალმასი წყალზე უფრო ძვირი, როდესაც წყალი სასიცოცხლოდ აუცილებელია, ალმასი კი – არა? რატომ აღემატება რომელიმე სპორტსმენის ანაზღაურება მეხანძრის ანაზღაურებას, როდესაც მეხანძრეს ჩვენი ქონებისა და სიცოცხლის ხსნა შეუძლია? მენგერი არ ყოფილა პირველი, ვინც მსგავს შეკითხვებს უპასუხა, მაგრამ პირველი იყო, ვინც მკაფიოდ, მარტივად და დამაჯერებლად გვითხრა: საქონლის ფასის დადგენისას, „ობიექტურ“ მონაცემზე ბევრად მნიშვნელოვანი სუბიექტური განწყობა და აღქმაა. საქონელს „ობიექტური“ ფასი რომ ჰქონდეს, თანაბარი იქნებოდა „აქ“ და „იქ“ (თითქმის თანაბარი – ტრანსპორტირების და განბაჟების ნამატის გათვალისწინებით), მაგრამ ფასი სუბიექტურად ცვალებადია დროსა და სივრცეში.

Continue reading “ავსტრიული სკოლის ანარეკლი მიწოდების ეკონომიკის სარკეში”

შეკითხვები გაქვთ თავისუფალი ბაზრის მორალისტებისთვის? რამდენიმეს აქ ვუპასუხებ

მარიო რიზო

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ფილოსოფოსმა ამია სრინივასანმა, New York Times-ის ონლაინ გვერდზე გამოაქვეყნა მოსაზრება „შეკითხვები თავისუფალი ბაზრის მორალისტებისთვის“[1], სადაც ასე ამბობს: იმისთვის, რომ რობერთ ნოზიქის[2], თავისუფალი ბაზრისა და კლასიკური ლიბერალიზმის თანმიმდევრულ დამცველად გაღიარონ, ქვემოთ მოცემულ ოთხ შეკითხვას უნდა უპასუხოთ: „დიახ“. დოქტორ სრინივასანს მიაჩნია, რომ შეუვალი „დიახ“ დამარწმუნებელი პასუხი ვერ არის, მაგრამ – ცდება. ცდება, რომ ოთხივე შეკითხვას დადებითად უნდა ვუპასუხოთ და ცდება, რომ ოთხი ან, თუნდაც, ერთი „დიახ“ – არ არის მორალური. ის, აგრეთვე, მცდარად აღიქვამს ლიბერალიზმის, როგორც პოლიტიკური ფილოსოფიის ამოცანას.

ბოლოდან დავიწყოთ – ლუდვიგ ფონ მიზესი გამუდმებით გვახსენებდა, რომ ლიბერალიზმი ცხოვრების ფილოსოფია არ არის, არ მიმოიხილავს იმგვარ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის ადგილი სამყაროში, არც ყველა იმ შესაძლებელ არჩევანს, რომლის წინაშეც დგას ადამიანი სხვებთან ურთიერთობის დროს იქნება თუ საკუთარი ბედის წარმართვისას. ლიბერალიზმი არის ფილოსოფია სახელმწიფოს როლის შესახებ სამყაროში, სადაც განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ – ადამიანებს განსხვავებული ცხოვრებისეული ფილოსოფია აქვთ და ამ ფილოსოფიას განსხვავებულად იყენებენ დროსა და სივრცეში და სხვადასხვა ვითარებაში.

Continue reading “შეკითხვები გაქვთ თავისუფალი ბაზრის მორალისტებისთვის? რამდენიმეს აქ ვუპასუხებ”

ეკონომიკა და გეი-ინდექსი

ციკლიდან: სანამ “პროპაგანდა” აუკრძალავთ

წარმოიდგინეთ, რომ ერთი ადამიანი 1900 წლიდან უეცრად 1950 წელში აღმოჩნდა, სხვამ კი 1950 წლიდან – თანამედროვე ეპოქაში ამოყო თავი. ვის უფრო მეტად ეუცხოება ახალი გარემო?

ერთი შეხედვით – პირველს, იმიტომ რომ 1900-1950 წლებს შორის სამყარომ ბევრად უფრო დიდი ტექნოლოგიური ნაბიჯი გადადგა წინ, 1950 წლების ადამიანს კი დღევანდელი ტექნიკა, მართალია, მცირედ განაცვიფრებს, მაგრამ თვისობრივად უცხოდ არ მოეჩვენება და იოლად აუღებს ალღოს.

მაგრამ, ტექნოლოგიებს მიღმა, დღევანდელი ეპოქა ბევრად უფრო სიღრმისეულად, არსობრივად, თვისობრივად განსხვავდება XX საუკუნისგან. განსხვავებულია წესები, ქცევის ნორმები, სოციალური სტრუქტურა. 1950 წელს საზოგადოება იმავე წესებით ცხოვრობდა, რაც – 1900 წელს: ნორმირებული სამუშაო დრო, ადმინისტრაციული ვერტიკალი სამსახურში, მეტწილად თეთრი მამაკაცების კოლექტივი (ლაპარაკი – ამერიკაზეა), სეგრეგაცია კლასებს შორის, კლუბური სისტემა, სადაც ყველა ფენა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი (დღეს როგორც ვიტყოდით – ბაბლში)…

ეს არის წარმოსახვითი ექსპერიმენტი ამერიკელი ეკონომისტისა და სოციოლოგის, რიჩარდ ფლორიდას წიგნიდან „შემოქმედებითი ფენის აღზევება” („კრეატიული კლასის აღზევება“ – The Rise of the Creative Class, 2002).

Continue reading “ეკონომიკა და გეი-ინდექსი”

რა ამოძრავებთ მემარცხენეებს – სიხარბე თუ შური?

დენიელ ჯეი მიჩელი

რატომ უჭერენ მხარს ეტატისტები მაღალ გადასახადებს?

ცხადი პასუხია – სიხარბე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მემარცხენეებს გადასახადებით მეტი თანხის აკრეფა სურთ, რადგან სახელმწიფო ხარჯების მზარდი ტვირთი მათი პირადი სარგებელია.

სიხარბეს ბევრი სახე აქვს – უფრო დიდი მთავრობა სურთ, რადგან:

  • კეთილდღეობის სახელმწიფოსგან გადმოგდებული მოწყალების მიმღებები არიან;
  • მაღალანაზღაურებადი ბიუროკრატები არიან, ვისაც მფლანგველი სახელმწიფო პროგრამების მართვა აქვთ ჩაბარებული;
  • სისტემის მანიპულატორი ლობისტები არიან და თუ ბევრი ნაძარცვი ქერია ორმოში, მათი ხეირიც დიდია;
  • ფედერალურ ბიუჯეტს მიმჯდარ ინტერესთა ჯგუფიდან რომელიმეს წარმოადგენენ;
  • პოლიტიკოსები არიან და ხმების ყიდვას ცდილობენ.
  • მაგრამ სიხარბე ერთადერთი პასუხი არ არის.
  • ზოგიერთ ეტატისტს უფრო მაღალი საგადასახადო განაკვეთები ბოღმისა და შურის გამო სურს.

Continue reading “რა ამოძრავებთ მემარცხენეებს – სიხარბე თუ შური?”

უკრაინის არმიის სარდალი: ომმა სახე იცვალა

ვალერი ზალუჟნის მოსაზრება
CNN. 1 თებერვალი, 2024

რედაქტორის შენიშვნა: ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო 2021 წლიდან. ეს სტატია მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მოსალოდნელ განცხადებამდეა დაწერილი. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები მას ეკუთვნის. სტატიის დეტალური ანალიზის ნახვა შეგიძლიათ აქ. ესე სრულად იხილეთ აქ.

მეორე მსოფლიო ომი თითქმის 80 წლის წინ დასრულდა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა დღემდე განსაზღვრავს ომის სტრატეგიას.

როგორი მნიშვნელოვანი წინსვლაც არ უნდა გვქონდეს ავიაციის, სარაკეტო ტექნოლოგიისა და კოსმოსური საშუალებების მხრივ, გამარჯვების კონცეფცია კვლავ უცვლელია: მტრის განადგურება; ტერიტორიის ხელში ჩაგდება ან – გათავისუფლება.

და მაინც, თითოეული ომი უნიკალურია.

Continue reading “უკრაინის არმიის სარდალი: ომმა სახე იცვალა”

ცინიკოსების რეცეპტი საქართველოსთვის

გულკეთილი ჰუმანისტები გულქვა ცინიკოსების წინააღმდეგ

ფოლ ჰეინე ამბობდა – ეკონომისტებს ბრალს გვდებენ, რომ გულქვა და ცინიკოსი ხალხი ვართო.

რომ ვაკვირდები, „იპოთეკით დაზარალებულთა“ ამბავმა ხალხი არჩევანი-არადანივით ორ ჯგუფად დაგვალაგა:

1. გულქვა ცინიკოსები, ვინც მევახშეებს „აპრავებს“ და ადამიანების სახლებიდან გამოყრა უხარია

და

2. კეთილშობილი ჰუმანისტები, ვინც საწყალი ხალხის ქომაგია და საყოველთაო კეთილდღეობა სურს.

კიდევ არიან აფერისტი-პოპულისტები, ვინც ფიქრობს, რომ „რევოლუცია მოდის“, გაბრაზებულ (სამართლიანად!) ხალხს ეტმასნება და უსარგებლო და ტყუილ რეცეპტებს (ათასლარიანი პენსია v.2) გვთავაზობს – ესენი ყველაზე უარესია. 🙂

გულქვა ცინიკოსებსაც გვაქვს ჩვენი რეცეპტი. „ათასლარიანივით“ სწრაფი ვერაა, მაგრამ არც ისეთი შორია და ძნელი, როგორც ვიღაცას ეგონება და იტყვის: ეგ როდის იქნებაო.

Continue reading “ცინიკოსების რეცეპტი საქართველოსთვის”

რატომ უყვართ ეკონომისტებს "რობინზონ ქრუზო"

რას გვასწავლის დეფიციტის შესახებ ჩაძირული გემის ერთი მეზღვაურის საყოველთაოდ ცნობილი ამბავი

The Economist, 20 დეკემბერი, 2023

28 წლის, ორი თვისა და 19 დღის კუნძულზე გატარებამ რობინზონ ქრუზოს თავგადასავლებისა და მოგზაურობის წყურვილი ვერ მოუკლა. მან გადალახა პირენეს მთები, სადაც ძლივს დაუსხლტა ორ “ჯოჯოხეთის მგელს”, იხილა ჩინეთის “სიმდიდრეცა და სიღატაკეც” და შეებრძოლა თათრებს რუსეთის სტეპში.

მაგრამ ამ პერსონაჟის თავგადასავლებიდან ყველაზე საარაკო მისი მრავალსაუკუნოვანი ლაშქრობაა ეკონომიკური ლიტერატურის ფურცლებზე. ქრუზოს შევხვდებით კარლ მარქსის “კაპიტალში”, ჯონ მეინარდ ქეინზის “ზოგად თეორიაში” და მილთონ ფრიდმანის “ფასის თეორიაში”, ისევე, როგორც ფალგრეივის ეკონომიკურ ენციკლოპედიაში[1] და ეკონომიკის სახელმძღვანელოებში.

ეკონომისტების ინტერესი არ უნდა გაგვიკვირდეს – ქრუზო ცდილობს დაუსხლტეს მეკობრეებს და დაამარცხოს კანიბალები, მაგრამ მისი ნამდვილი ბრძოლა – დეფიციტთან ბრძოლაა, რასაც მის ხელთ არსებული მწირი რესურსების (მათ შორის საკუთარი შრომაც არის) ყაირათიანად განაწილებით ახერხებს.

Continue reading “რატომ უყვართ ეკონომისტებს "რობინზონ ქრუზო"”

ვალერი ზალუჟნი: ომი ჩიხში შევიდა

The Economist, 1 ნოემბერი, 2023

კონტრშეტევის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე უკრაინამ მხოლოდ 17 კილომეტრით წაიწია წინ. რუსეთი მთელი ათი თვის განმავლობაში იბრძოდა ბახმუტთან უკრაინის აღმოსავლეთში, იმისთვის რომ ეს პატარა (41,6 km²) ქალაქი აეღო.

უკრაინის მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ამ კვირის ინტერვიუში The Economist-თან პირველად და ამომწურავად შეაფასა მიმდინარე კამპანია. გენერალი ამბობს, რომ ბრძოლის ველი მას საუკუნის წინანდელ დიდ ომს ახსენებს.

”ისე, როგორც პირველ მსოფლიო ომში, მივაღწიეთ ტექნოლოგიურ დონეს, რომელმაც ჩიხში შეგვიყვანა”, – გენერალი ასკვნის, რომ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად მასიური ტექნოლოგიური ნახტომია საჭირო. “სწრაფი და ლამაზი გარღვევა, დიდი ალბათობით, ვერ შედგება,“ – ამბობს ზალუჟნი. Continue reading “ვალერი ზალუჟნი: ომი ჩიხში შევიდა”

ილია ჭავჭავაძე – ლიბერალი, ფრიტრედერი, დაბალი გადასახადების მომხრე და ბასტიანელი

images2images

შესავალი

მაგისტრატურაში (კარგა ხნის წინ იყო ეგ ამბავი) ლაფერის მრუდსა და საგადასახადო პოლიტიკაზე დავწერე ეგრეთ წოდებული ნაშრომი. 🙂 მგონი, ნაცოდვილარი უფრო ერქვა – ახლა ბევრად უკეთ დავწერდი, მაგრამ, ვაჟა ზაზაევიჩის თქმის არ იყოს – „ძირითად მომენტებში“ დღესაც ვეთანხმები მაშინდელ დასკვნას: დაბალი გადასახადები და მეტი თავისუფლება საუკეთესო ეკონომიკური პოლიტიკაა და ილია ჭავჭავაძეც სწორედ ამ აზრზე იდგა.
სამაგისტრო ნაწერში ილიას დამოწმებისას მცირე ამონარიდით შემოვიფარგლე, ახლა უფრო ვრცელ მონაკვეთებს მოვიტან ილიას სტატიებიდან.

ილიას ციტატები მოტანილია ვებ-გვერდიდან ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებული (მადლობა ადმინებს!), სხვა ავტორთა ციტატები ჩემი თარგმნილია, ყველა ლინკი – პოსტის ბოლოს.
აქვე, კეთილი სიტყვით უნდა ვახსენო ჩემი ლექტორები – ბატონი თამაზ ჩიკვაიძე და ბატონი შოთა ქისტაური, რომლებიც გადამეტებული ყურადღებით მისმენდნენ, მაშინაც კი, როდესაც არ მეთანხმებოდნენ. 🙂

Continue reading “ილია ჭავჭავაძე – ლიბერალი, ფრიტრედერი, დაბალი გადასახადების მომხრე და ბასტიანელი”