ლიუქ ქოფი
1989 წელს ბერლინის კედლის დაცემა და 1991 წელს სსრკ-ს პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გადადგომა საბჭოთა კავშირის დაშლის მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ არა საკუთრივ დაშლა; მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-მ, როგორც იურიდიულმა პირმა, 1991 წელს შეწყვიტა არსებობა, სსრკ-ს დაშლა დღესაც გრძელდება. ორი ომი ჩეჩნეთში, რუსეთის შეჭრა საქართველოში 2008 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო შეტაკებები და ყარაბაღის მეორე ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წელს, მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, იმის დასანახად, რომ საბჭოთა კავშირი დღესაც იშლება.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრას მომავლის ისტორიკოსები უთუოდ მონათლავენ საბჭოთა კავშირის დაშლის ყველაზე მნიშვნელოვან (თუ არა ბოლო) ეტაპად. უცნობია, როდის დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ ეს ფაქტი, სავარაუდოდ, ბიძგს მისცემს რუსეთის ფედერაციის (საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის) დაშლის პროცესს, ყოველ შემთხვევაში დღეს არსებული ფორმით. უდავოა, რუსეთის ეკონომიკამ, სამხედრო შესაძლებლობებმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა, მისი პოლიტიკური წონა კი, იმ რეგიონებში, სადაც ოდესღაც გავლენა ჰქონდა, ეცემა. 10 ან 20 წელიწადში რუსეთის ფედერაციის საზღვრები, სავარაუდოდ, ისეთი აღარ იქნება, როგორც ახლა გამოიყურება რუკაზე. დღეს, როდესაც თვალს ვადევნებთ საბჭოთა კავშირის საბოლოოდ ნგრევას, რუსეთის ფედერაცია კი დაშლის პირას დგას, პოლიტიკოსები უნდა დაკავდნენ ევრაზიის კონტინენტზე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დაგეგმვით.
ჩემი პოლიტიკური მემორანდუმის მიზანი რუსეთში რეჟიმის შეცვლის პროცესი არ არის – ეს რუსი ხალხის საქმეა. არც იმის გამოცნობას ვცდილობ, ზუსტად როგორი იქნება რუსეთი და, უფრო ფართოდ, ევრაზიის რეგიონი, საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დანგრევისა და რუსეთის ფედერაციის დაშლის შემდეგ. ამ წერილის მიზანია დასავლური პოლიტიკის მესვეურთათვის რეალისტური მიზნების ჩარჩოს მოხაზვა, თავს უყრის ვარაუდებს, რომლებსაც ეს მიზნები ეფუძნება და წამოჭრის კითხვებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ დღეს, იმისთვის, რომ უკეთ მოემზადონ ხვალინდელი დღისთვის. Continue reading “მოვემზადოთ საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დანგრევისა და რუსეთის ფედერაციის დაშლისთვის”