ჯიმშერი ლოლიტაში

რესტორან “ლოლიტაში” 20:00 საათზე პირველი ქართული ვისკის, „ჯიმშერის”-ის პრეზენტაცია გაიმართება.

ვისკი “ჯიმშერი” საქართველოს გარდა საექსპორტო ბაზარზეც გავა, რაც, მწარმოებლების თქმით, მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გაზიარებას საშუალებას იძლევა.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/400310-restoran-lolitashi-pirveli-qarthuli-viskis-jimsher-is-prezentacia-gaimartheba.html

Advertisements

პოკემონების ჭერა ტაძარში

Pokemon Holy GOსელინჯერის რომანი იცით. Pokemon GO – მითუმეტეს.

ერთი ახალგაზრდა ჰოლდენ ქოლფილდი  რუსლან სოკოლოვსკი ჭვავის ყანის ნაცვლად ტაძარში წავიდა და იქ რამდენიმე პოკემონი დაიჭირა. სმართფონში – როგორც ამ თამაშის წესია.

რამდენიმე დღის შემდეგ სოკოლოვსკი პოლიციამ დაიჭირა. სმართფონში არა – სინამდვილეში. ეკატერინბურგის სასამართლომ რუსლან სოკოლოვსკის ეკლესიაში Pokemon GO–ს თამაშისთვის 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. თან, ძიება არ დასრულებულა ჯერ. შესაძლოა, რამდენიმე წლითაც აღმოჩნდეს ციხეში.

არ ვხუმრობ!

Ruslan Sokolovskyკიდევ ერთხელ: რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის კიროვის რაიონის სასამართლომ ეკლესიაში Pokemon GO–ს თამაშისთვის ადამიანს ბრალი დასდო მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფასა და შუღლის ჩამოგდებაში (ვისა და ვის შორის შუღლის? ალბათ, პოკემონებსა და მღვდლებს შორის). განაჩენიც გამოუტანა და პატიმრობაც მიუსაჯა.

Continue reading “პოკემონების ჭერა ტაძარში”

მოაზროვნეთა ზაცია

Ilja Novikovილია ნოვიკოვი ჩგკ-დან (რუსული ინტელექტ-კლუბიდან “რა სად როდის”) გარიცხეს. ნოვიკოვი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე რჩეული მოთამაშეა… იყო. ახალი თაობის მოთამაშეთა შორის, ალბათ, ყველაზე რჩეულიც – ორი ბროლისა და ერთი ბრილიანტის ბუს მფლობელი. მაგრამ კლუბიდან იმისთვის არ გაუგდიათ, რატომ კარგად თამაშობო. პროფესიული საქმიანობისთვის გააგდეს. ნოვიკოვი რუსი ადვოკატია და უკრაინელ ნადეჟდა სავჩენკოს იცავდა რუსულ ე.წ. სასამართლოში. ასეთებს კი რუსულ ტელეარხებზე გამოჩენის უფლება არ აქვთ. ამიტომ კლუბიდან გააგდეს.

გააგდეს და გააგდეს, შენ რა განაღვლებს, კარგი და ცუდი რუსი არ არსებობს და ყველას კისერი უტეხიაო, მეტყვით.

Continue reading “მოაზროვნეთა ზაცია”

უფასო ფული

Swiss Ref 2016უფასო ყველი სათაგურშიაო, ამბობენ. ფული კი…

ყველის ამბავი აბა შვეიცარელებზე უკეთ ვის ეცოდინება. და ფულის ამბავიც.

5 ივნისს შვეიცარიის მოქალაქეებმა რეფერენდუმში მიიღეს მონაწილეობა და უპასუხეს კითხვას – გსურთ თუ არა, რომ გარანტირებული შემოსავალი გქონდეთ ქვეყნის ბიუჯეტიდან?

გარანტირებული, ყოველთვიური შემოსავალი – 2’500 შვეიცარული ფრანკი. შვეიცარიის ყველა მოქალაქეს. მიუხედავად სქესისა, აღმსარებლობისა, პოლიტიკური სიმპათიებისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური სტატუსისა. დასაქმებულს. დაუსაქმებელს. სტუდენტს. პროფესორს. აქეთურს იქეთურს. თითოეულ მოქალაქეს. 2’500 შვეიცარული ფრანკი. ყოველ თვე. შვეიცარიის ბიუჯეტიდან. მუქთად. უბრალოდ. საჩუქრად რაღა…

გსურთ თუ არა?

Continue reading “უფასო ფული”

ლიონელ მესი: “ახლა ვხვდები, რომ მამამ გამაბითურა!”

ესპანეთის ფინანსთა სამინისტრო და პროკურატურა ლიონელ მესის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. დამალული თანხა 4.1 ევროს შეადგენს და “ადიდასთან”, “პეპსი-კოლასთან”, “დანონთან”, “პროქტერ ენდ გემბლთან” და სხვა კომპანიებთან 2007-2009 წლებში გაფორმებული სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებულ შემოსავალს მოიცავს, რომელიც არგენტინელმა ვარსკვლავმა ბელიზში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიების მეშვეობით ესპანურ საგადასახადო უწყებას დაუმალა. საქმის არსებითი განხილვა 31 მაისს დაიწყო, თუმცა თავად ბრალდებული პროცესზე მხოლოდ 2 ივნისს გამოცხადდა. ჟურნალისტებთან ხანმოკლე გასაუბრების დროს ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ საკუთარ ფინანსურ საქმეებს ის არ განაგებს და ეს საქმე მრავალი წელია უკვე მისი მამის, ხორხე ორასიო მესის ხელშია. 

Continue reading “ლიონელ მესი: “ახლა ვხვდები, რომ მამამ გამაბითურა!””

საიდუმლო მასალები

არ ვიცი, პატივცემული მინისტრის ამ კომენტარს სჭირდება თუ არა კიდევ კომენტარი? Smile

მხოლოდ ერთი – რეჟისორებს სურთ ხოლმე სახელმწიფოს კუთვნილ რეზიდენციებში გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს შენობა მაკეტირებულ-კოპირებული აქვთ დიდ კონოსტუდიებს, რეალურ ინტერიერში გადაღების სურვილი მაინც არის და პროდიუსერები ასეთ დროს იჯარის საფასურს იხდიან ხოლმე. მცირე თანხა არაა: კოლუმბიის ოლქის (იგივე ვაშინგტონი) შემოსავალი ჰოლივუდის ხარჯზე წელიწადში რამდენიმე მილიონი დოლარია.

თუმცა, ლეხაინდრაოს საიდუმლო მასალების პროდუსერია ადამიანი, რომლის საამებლად სახელმწიფო ინსტიტუტები კერძო მიწის ნაკვეთის დეპრივატიზაციას მხოლოდ იმ მიზნით ახდენენ ხოლმე, რომ იქ ხეებით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილებმა უსასყიდლოდ გაიარონ. Smile ჰოდა ყვავს კაკალი გააგდებინეო – უთქვამთ.

ახლა უკვე ეჭვიც არ მეპარება, რომ ბატონი ქუმსიშვილი მალე ფინანსთა მინისტრად მოგვევლინება. სხვა რა გზა აქვს ან მას, ან – ჩვენ.

Creative Commons License © Lord Vader. Star Wars Galaxy. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___