ბიტლები: ნაკურთხია!

ვატიკანის ოფიციალურმა გამოცემამ, გაზეთმა L’Osservatore Romano-მ გამოაქვეყნა როკ და პოპ შემსრულებელთა მუსიკალური ტოპ-ათეული – იმ “10 მუსიკალური ალბომის სია, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრისას თან უნდა წაიღოთ”.

სიის პირველი ადგილი უჭირავს “Beatles”-ს ალბომით Revolver.
მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად, “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band”-ს ვარჩევდი, მაინც დიდი რესპექტი ვატიკანს კარგი მუსიკალური გემოვნებისთვის.

მეორე ადგილზე L’Osservatore Romano-მ დაასახელა დეივიდ ქროსბის ალბომი If I Could Only Remember My Name.
ეს ლეგენდარული Crosby, Stills, Nash & Young-ის ერთ-ერთი ლიდერის სადებიუტო სოლო-ჩანაწერია… თუმცა, ამ ჯგუფის განსაკუთრებული თაყვანისმცემელი არასდროს ვყოფილვარ.

ბრინჯაო გამოცემამ ზე-გენიალური Pink Floyd-ის ზე-გენიალურ The Dark Side of the Moon-ს მიანიჭა და მოიხსენია როგორც “გასაცვიფრებელი”.
კიდევ ერთი რესპექტი. თუმცა, მე ფლოიდებს მეორე ადგილზე დაბლა არ დავასახელებდი. 🙂

მეოთხე პოზიციაზეა Fleetwood Mac ალბომით Rumours.
ეს ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანაწერია… მაგრამ მათი სადებიუტო Fleetwood Mac, ჩემი აზრით, მაინც საუკეთესოა.

მეხუთე მაიქლ ჯექსონის Thriller-ია. L’Osservatore Romano-მ ალბომი “პოპის მეფის შედევრად” შეაფასა.
ვინაიდან, არც პოპი მიყვარს დიდად და პოპის მეფეებსაც, თუ მაინცადამაინც, პოპის დედოფლები მირჩევნია  – ამას კომენტარის გარეშე დავტოვებ. 🙂

მეექვსე ადგილი ერგო დონალდ ფეიგენის ალბომს The Nightfly.
არ მომისმენია… როგორც ჩანს, ვატიკანში ჩემზე დიდი მელომანები არიან. 🙂 თუმცა, Steely Dan (ფეიგენი+ბექერი) მომწონს. განსაკუთრებით, მაგათი რითმ-ენ-ჯაზ-რითმ-ენ-ბლუზები.

მეშვიდეა დიდი ფოლ საიმონის ალბომი Graceland.
საიმონი ძალიან მომწონს. სოლო ჩანაწერებიც და, გამორჩეულად, მისი და გარფანქელის ერთობლივი ალბომები. რესპექტი, რომ არ გამორჩათ!

მერვე ადგილზეა U2-ს ალბომი Achtung Baby.
ახლა ბევრი მელომანი არ დამეთანხმება, მაგრამ ვერ ვამუღამებ ამ U2-ს… თუმცა, ბონო რომ კათოლიკური გამოცემის ათეულს მიღმა დარჩენილიყო – გამორიცხულია. 🙂

მეცხრე ადგილი დაიკავა Oasis-ის (What’s the Story) Morning Glory?
კარგია, მაგრამ დედა, ეს რა მაგრობაა-მეთქი ასე ვერ გავგიჟდი რაღაც.

და ათეულის ბოლო პოზიციაზეა ერთ-ერთი უდიდესი გიტარისტი და გენიალური მუსიკოსი Carlos Santana ალბომით Supernatural.
უშესანიშნავესი ალბომია. ყველა სიკეთესთან ერთად ერიქ ქლეფთონი მონაწილეობდა მის ჩაწერაში. რესპექტი!

სახალისოა, რომ L’Osservatore Romano-მ განმარტა, თუ რატომ არ არის სიაში ბობ დილანი (ეს კითხვა მეც გამიჩნდა :)). დილანი უდიდესი პოეტი და მუსიკოსიაო, მაგრამ მან შთააგონა და წაახალისა უამრავი უნიჭო მიმდევარი, რომლებიც სცენაზე ავარდნენ, აჭყავლდნენ და ნერვებს გვიშლიანო. 🙂

მე რომ მკითხო, როკ მუსიკას თუ ავიღებთ, კიდევ 2 ადამიანია გამორჩენილი:
ელვის ფრესლი და ჯენის ჯოფლინი.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Vaticans rock top10

ასევე:
სიმფსონები: ნაკურთხია!

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

One thought on “ბიტლები: ნაკურთხია!”

  1. /quote/ მეოთხე პოზიციაზეა Fleetwood Mac ალბომით Rumours.
    ეს ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანაწერია… მაგრამ მათი სადებიუტო Fleetwood Mac, ჩემი აზრით, მაინც საუკეთესოა. /quote/

    მართლაც, არ შეიძლება არ დავეთანხმო ავოტრს, მაგრამ პირველ ალბომს დავამატებდი ასევე 68 წლის “Mr Wonderfull”, 69 წლის “English Rose”–ს და “Then Play On”–ს.
    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

    /quote/ მეორე ადგილზე L’Osservatore Romano-მ დეივიდ ქროსბის ალბომი If I Could Only Remember My Name. /quote/

    როგორც მახსოვს, ეს ალბომი 71 წელსაა ჩაწერილი, არა?.
    ამაზე რა გითხრათ, მაგრამ ამათ შემოქმედებაში გამოვარჩევ 70 წელს გამოშვებული “Dejа Vu”

    Like

დისკუსია დახურულია.