პაციფიზმი და ომი

ჯორჯ ორუელი

პაციფიზმი, თუკი ობიექტური თვალით შევხედავთ, ფაშიზმის მხარდამჭერია. ეს მარტივი ჭეშმარიტება საღ აზრზე დგას. ერთი მხარის საომარ ძალისხმევას თუკი შევბოჭავთ, ამით მეორეს გავუხსნით ხელ-ფეხს. თქვენ ვერ მონახავთ გზას, გვერდზე გადგეთ, როდესაც იმგვარი ომია გაჩაღებული, როგორიც – ახლა. „ვინც ჩემთან არ არის – ჩემი მტერია“ – ასეთი ომია. თავის ნუ მოიტყუებთ – ეს ომი გვერდს არ აგივლით. არ გეგონოთ, რომ მშვიდად გადაგივათ ყელში ის ლუკმა, რომლის თქვენამდე მოტანისთვისაც ბრიტანელმა მეზღვაურებმა სიცოცხლე უნდა გასწირონ. ბურჟუების ქაღალდის ხუხულაა, რომელიც ფულსა და უსაფრთხოების ყალბ შეგრძნებაზეა აგებული. ბატონი სავეჯი[1] აღნიშნავს, რომ „ამ ტიპის მსჯელობას თუ გავყვებით, გერმანელი ან იაპონელი პაციფისტი „ობიექტურად პრო-ბრიტანელი გამოდის“. ასეც არის! სწორედ ამიტომ არის იმ ქვეყნებში პაციფიზმი აკრძალული (და ორივეგან, შეიძლება, პაციფიზმისთვის თავიც მოგკვეთონ), მაგიერ – გერმანელებიცა და იაპონელებიც ყველაფერს აკეთებენ, ბრიტანეთსა და ამერიკაში პაციფიზმის აღსაზევებლად. პაციფიზმმა კარგად რომ მოიკიდოს ჩვენში ფეხი, გერმანელებმა ვითომ “თავისუფალი” რადიოსადგურიც აამუშავეს, რომელიც პაციფისტური პროპაგანდის გავრცელების სამსახურში დგას და P.P.U-ს[2] მოსაზრებებისგან ვერაფრით გამოარჩევთ. რუსეთშიც დიდი სიამოვნებით იქადაგებდნენ, მაგრამ იქაურ მაგარ ბიჭებთან ეს ოინი იოლად არ გაუვათ – პაციფისტური პროპაგანდა ხომ მხოლოდ იქ გაჭრის, თუ მოახერხა, სადაც ჯერ კიდევ ნებადართულია სიტყვის მცირედი თავისუფლება მაინც. სხვაგვარად რომ ვთქვათ – პროპაგანდა აძლიერებს ტოტალიტარიზმს.

Continue reading “პაციფიზმი და ომი”

ფაშიზმი ძალიან მარტივია

ეპიდემიოლოგიური სამახსოვრო

ბორის სტრუგაცკი

ჩვენს სახლში ჟამიანობაა და არ ვიცით, როგორ ვუწამლოთ. მეტიც, ხშირად, სწორ დიაგნოზსაც ვერ ვსვამთ და ვისაც კეთრი უკვე შეეყარა, ვერ ამჩნევს, რომ ავადაა და სხვასაც აავადებს.

მას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად იცის ფაშიზმის შესახებ. ფაშიზმი ხომ ნახშირივით შავი SS-ის ფორმებია, ყეფა-ყეფა ლაპარაკი, რომაულ მისალმებაში ამართული ხელები, სვასტიკა, შავ-წითელი დროშები, მწკრივად სიარული, მავთულხლართებს მიღმა დამწყვდეული, ძვლის პირამდე გალეული ადამიანები, ცხიმიანი კვამლი კრემატორიუმის საკვამურებიდან, ქოჩორჩამოშლილი, შეშლილი ფიურერი, გოდორა გერინგი, პენსნეიანი ჰიმლერი და ნახევარი დუჟინი მეტ-ნაკლებად ნაცნობი პერსონაჟი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვებიდან“, „მზვერავის გმირობიდან“ „ბერლინის დაცემიდან“…[1]

Continue reading “ფაშიზმი ძალიან მარტივია”

ამერიკული ბატუტი v.2

ჩვენ ავირჩიეთ მთვარე! მიზნად დავისახეთ, უკვე ამ ათწლეულში გავფრინდეთ მთვარეზე და გავაკეთოთ სხვა ბევრი საქმე, იმიტომ არა, რომ იოლია, იმიტომ სწორედ, რომ რთულია. იმიტომ, რომ ეს მიზანი მოითხოვს ჩვენი ძალების თავმოყრას და საუკეთესოდ გაზომავს ჩვენს უნარებსა და შესაძლებლობებს. რადგან ეს არის გამოწვევა, რომლის მისაღებადაც ვართ მზად, რომლის გადადებაც არ გვსურს და გამარჯვება გვწადია!

მიმართა აშშ პრეზიდენტმა, ჯონ ფიცჯერალდ ქენედიმ ჰიუსთონში, უილიამ მარშ რაისის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ 35’000 ადამიანს 1962 წლის 12 სექტემბერს. ქენედი ასე იური გაგარინის კოსმოსში გაფრენას გამოეხმაურა – ამბავს, რომ იმ მომენტისთვის რუსეთის კოსმოსურმა პროგრამამ უპირატესობა მოიპოვა.

Continue reading “ამერიკული ბატუტი v.2”

გამოხატვის თავისუფლება, ცენზურა, პრეზიდენტი და ცრუ განგაში თეატრში

“თვითერმა” დონალდ ტრამპის ანგარიში დაბლოკა. ქართველები თვითერს დიდად არა ვწყალობთ და ამ ამბავს, ეგებ, შეუმჩნევლადაც ჩაევლო, მაგრამ მსოფლიოში ისეთი ვნებათღელვა მოყვა, რომ ხმამ ჩვენამდეც მოაღწია მაინც. უცნაურია, ტრამპის დამცველებს შორის ბევრი ის ადამიანია, ვინც თავს ლიბერტარიანელს უწოდებს. უცნაურს იმად ვამბობ, რომ ლიბერტარიანელები კერძო საკუთრების საზღვრებში, კერძო მფლობელის მიერ კლიენტის დისკრიმინაციის უფლებასაც ამართლებენ, Trump vs. Twitter შემთხვევაში კი, უცებ, მომხმარებლის მხარეს აღმოჩნდნენ.

Trump-Twitter

კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არცერთი კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას,3 ან ხელს შეუშლის მის თავისუფალ აღმსარებლობას, რომელიც აღკვეთს სიტყვისა ან პრესის თავისუფლებას; ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას პეტიციით მიმართოს მთავრობას, რათა მან დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები.
აშშ კონსტიტუცია. პირველი შესწორება

Continue reading “გამოხატვის თავისუფლება, ცენზურა, პრეზიდენტი და ცრუ განგაში თეატრში”

ლგბტ-ტორტი, გამოხატვის თავისუფლება და რომის პაპი

ჰომოსექსუალ ადამიანებს ოჯახში ყოფნის უფლება აქვთ. ისინი ღვთის შვილები არიან… სამოქალაქო კავშირის კანონი უნდა გვქონდეს, რაც მათ იურიდიულად დაიცავს.
პაპი ფრანცისკე. დოკუმენტური ფილმი Francesco

ჩარლი ქრეიგმა (Charlie Craig) და დეივიდ მალინზმა (David Mullins) საკონდიტრო Masterpiece-ს საქორწინო ტორტი დაუკვეთეს. კონდიტერმა ჯექ ფილიფსმა (Jack Phillips) ტორტის გამოცხობაზე წყვილს უარი განუცხადა, რაკი მის რელიგიურ გრძნობებს ეწინააღმდეგებოდა.

ეს ამბავი 2012 წლის ზაფხულში, ლეიქვუდში, ქოლორადოს შტატში მოხდა. მას შემდეგ სამოქალაქო უფლებების კომისია და რამდენიმე სასამართლო ინსტანცია მოიარა და 2017 წლის ბოლოს შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლომდე მიაღწია.

ქოლორადოს სამოქალაქო უფლებების კომისიამ განაცხადა, რომ მომსახურების მიღების უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად ორიენტაციისა და არვის აქვს ნება, რელიგიური რწმენის მოტივით ზიანი მიაყენოს სხვებს, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა.

Continue reading “ლგბტ-ტორტი, გამოხატვის თავისუფლება და რომის პაპი”

როზერემის პოლიტკორექტული კოშმარი

ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ისეთი, დაჯერება რომ გაგიჭირდება. ინგლისის ერთი პატარა ქალაქი, რომელსაც ხან როტერხემს ხან როთერემს უძახიან ჩვენთან, ისეკი როზერემი ქვია, ფეხბურთის გუნდიც ყავს (მეორე ლიგაში), სახელოვნებო კოლეჯი, სადაც შონ ბინი სწავლობდა და მე-15 საუკუნის დიდი, ლამაზი ტაძარი, 16 წლის განმავლობაში იყო მოძალადეების და პედოფილების თავშესაყარი და ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა, ქალაქის მესვეურებმაც და ხმას არ იღებდნენ… ტვინნაღრძობი პოლიტკორექტულობის გამო. 1997-2014 წლებში როზერემში გაუპატიურებისა და ძალადობის მსხვეპრლი გახდა 1400-მდე არასრულწლოვანი. უმრავლესობა 11-12 წლის გოგონა იყო. ბევრი მათგანი მოიტაცეს და იატაკქვეშა ბორდელებში ყავდათ დამწყვდეული. იქვე, იმავე ქალაქში. ზოგი სხვა ქალაქშიც გაყიდეს მონად. რიგ შემთხვევაში, მშობლები თავად იყვნენ მონაწილენი, ხშირ შემთხვევაში – ისინი დააშინეს, იმ შემთხვევებში კი, როდესაც მშობლები და ახლობლები დაკარგული ბავშვების მოსაძებნად პოლიციას მიმართავდნენ, მათ განცხადებებს პოლიციელები შორ უჯრებში აწყობდნენ და ძვრა არ იყო.

Three Wise Monkeys

Continue reading “როზერემის პოლიტკორექტული კოშმარი”

Skol! კარანტინი შვედურად

შვედური ოჯახი.
შვედური ასანთი.
შვედური მაგიდა.
შვედური სოციალიზმი.
შვედური პოპი.
შვედური ჰოკეი (თან, შვედეთის ჰოკეის ნაკრებს “ტრე კრუნურს” – სამკორონიანს სამგვირგვინოსანს უძახიან).

რა გახსენდებათ კიდევ?

სხვათა შორის, ჩამოთვლითაგან ყველა სულაც არ არის შვედების მოგონილი, მაგრამ ეს იქეთ იყოს.

ახლა ამ სიას კორონავირუსისადმი შვედური მიდგომაც შეემატა.

Out for drinks in Stockholm

კაფეში ტრადიციული ვაშლის ან ყველის დესერტი ყავით, კათხა ლუდი, რიგი სანაყინე ჯიხურებთან, ქუჩაში მორბენლები, პარკში მოსეირნეები. თვალშისაცემად ნაკლები ნიღბოსანი, ვიდრე ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. სალონები და ჯიმები. შაბათ-კვირას – სათხილამურო კურორტები ან ყინულის მოედნები.

ყველაფერი – როგორც ადრე? მთლად ძველებურადაც – არა.

Continue reading “Skol! კარანტინი შვედურად”

როგორ შეაჩერებდა მედია პანდემიას… (ჩინეთში რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო)

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)

Doctor Li Wenliang,

ჩინური მედია საზოგადოებას გაცილებით ადრე მიაწოდებდა ინფორმაციას კორონავირუსის ეპიდემიის სიმძიმის შესახებ, გადაარჩენდა ათასობით ადამიანის სიცოცხლის და, შესაძლოა, თავიდან აგვაცილებდა პანდემიას… ეს ყველაფერი მოხდებოდა, ჩინეთში რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო და არა ხელისუფლების მიერ დაწესებული კონტროლი და ცენზურა.

საუზჰემფთონის უნივერსიტეტის 13 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში ვარაუდობენ, რომ შესაძლებელი იყო ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის შემცირება 86%-ით, თუ პირველ ზომებს 20 იანვრის ნაცვლად ორი კვირით ადრე გაატარებდნენ. RSF-ს სიმულაციური სცენარი გვიჩვენებს, რომ ჩინური მედია კრიზისის ადრეულ დღეებშივე გაგვაფრთხილებდა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, რომ არა სახელმწიფო კონტროლი და ცენზურა.

Continue reading “როგორ შეაჩერებდა მედია პანდემიას… (ჩინეთში რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო)”