21 საუკუნე და ქართველები

2010 წლისთვის ქართველები უკვე მივხვდით, რომ შორტები და გრძელი თმა არ ნიშნავს პიდარასტობას;
2020 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ ურნაში ნაგვის ჩაყრა არაა გოიმობა;
2030 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ ბიძაშვილობის, დეიდაშვილობის და მამიდაშვილობის ინსტიტუტზე ექსკლუზივი ქართველებს არ გვქონია;
2040 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის, ყოველთვის არ არის მართალი;
2050 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ ილია ჭავჭავაძე თურმე, ლიბერალი ყოფილა;
2060 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ ექსპერტთა კლუბის წევრობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ექსპერტობას;
2070 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ მზე ჩრდილოეთიდან არ ამოდის;
2080 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ იულიუს კეისრის მიერ შემოღებული კალენდარი მთლად ზუსტი ვერ ყოფილა;
2090 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ  უკეთესი ტანსაცმელიც არსებობს, ვიდრე შავი მაისური გულზე ვეება წარწერით “Dolce & Gabbana”;
2100 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ  ვერაფერსაც ვერ მივხვდით.
მაგრამ წინ მთელი 22-ე საუკუნეა…

Creative Commons License© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad