ბათუმში კუნილინგუსის ძეგლი დაიდგმება

Cunilingus-statueამ სკანდალურ ინფორმაციას საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით რობაქიძე ავრცელებს. ბატონი დავითის მტკიცებით მას ხელთ აქვს კულუარული ინფორმაცია, რომ კუნილინგუსის ქანდაკება ე.წ. პიშჩევიკების მიმდებარე ტერიტორიაზე აღიმართება, იქ, სადაც “ალი და ნინოს” კომპოზიციაც დგას.

“საქართველო მიუერთდა “ქალთა და მამაკაცთა თანასწორი სექსუალური უფლებების კონვენციას”, რის სიმბოლოდაც ახლა კუნილინგუსის ძეგლი უნდა აღიმართოს, პარლამენტმა ამ კონვენციასთან მიერთების რატიფიცირება მალულად, გასული წლის ბოლო, საგანგებო სესიის დროს მიიღო და, მიუხედავად ლეიბორისტების პროტესტისა, ამ კონვენციასთან მიერთებას ე.წ. ოპოზიციურმა ფრაქციებმაც დაუჭირეს მხარი,” – განგვიცხადა ბატონმა დავითმა.

დავით რობაქიძემ ეს გადაწყვეტილება ასე შეაფასა: “ჩვენს ქვეყანაში გამეფებულია უმსგავსობა. ჩვენს ქვეყანაში რეკლამას გარყვნილებას უკეთებენ და ამ ყველაფერს საქართველოს გენერალ-გუბერნატორი ჯონ ბასი და მის მიერ დასმული დიქტატორი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობენ! არადა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ წერდა იოანე ზოსიმე – “ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამათ პური?”

“ეგ, ბატონო დავით, იოანე ზოსიმემ კი არა იოანე საბანისძემ დაწერა,” – შენიშნა ჩვენი სააგენტოს ჟურნალისტმა.

“მართალია, საბანისძემ დაწერა, მაგრმ ზოსიმეც დაეთანხმა!” – ამ სიტყვებით შეაჯამა თავისი ბრიფინგი დავით რობაქიძემ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___