10 გაკვეთილი ეკონომიკაში: მთავრობის ხელი „უხილავი ხელის“ წინააღმდეგ

ართურ ლაფერი

მეწარმეები რეგულატორების წინააღმდეგ. სახელმწიფოს შეტევა ბაზარზე
იაზროვნე ეკონომიკურად – გაკვეთილი მერვე

ThE8

გამოცდილება ასე გვკარნახობს – როცა გეტყვიან: „ჩვენ მთავრობიდან ვართ და თქვენს დასახმარებლად მოვედით!“ კარგად იცით, რაც უნდა ქნათ – ხელი სტაცოთ თქვენს ფულს და უკანმოუხედავად გაიქცეთ. უსაფრთხოების ხარჯებია, საჰაერო მოძრაობის მართვის მოძველებული აღჭურვილობის განახლებაა, თუ თავს დამტყდარი ქარიშხლის შედეგების აღმოფხვრა, გამოცდილებით ვიცით, მთავრობა გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს იმავე საქმის შესასრულებლად, ვიდრე – კერძო სექტორი. და, როგორც წესი, სამუშაოსაც ნაკლებად ხარისხიანად ასრულებს.

ეს არც ცალკეული შემთხვევაა, არც უბრალოდ – დამთხვევა. ცალსახა მიზეზები გვაქვს, მთავრობის ბაზარში ჩარევის მცდელობას რატომ მოაქვს მეტი არეულობა. ამ გაკვეთილზე მთავრობის წარუმატებლობის თეორიას ჩამოვაყალიბებ მოკლედ და შემდეგ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს მოვიტან.

რატომ არიან მეწარმეები ბიუროკრატებზე უფრო წარმატებულები

Continue reading “10 გაკვეთილი ეკონომიკაში: მთავრობის ხელი „უხილავი ხელის“ წინააღმდეგ”

10 გაკვეთილი ეკონომიკაში: როგორ იქმნება და უფასურდება ფული

ართურ ლაფერი

ფული დედამიწას ატრიალებს[1], ფულს კი Fed ქმნის
იაზროვნე ეკონომიკურად – გაკვეთილი მეხუთე

ThE5

როგორ ქმნის ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) ფულს

ჩვენი სათქმელი ბევრად იოლი იქნებოდა, ფრაქციული სარეზერვო საბანკო სისტემა[2] რომ არ არსებობდეს, ან, კიდევ უკეთესი, თუკი ანგარიშსწორებას ყველანი მხოლოდ ნაღდი ფულით განახორციელებენ, მაგრამ სამყარო სხვაგვარადაა მოწყობილი. იმისათვის რომ გავიგოთ, როგორ ქმნის Fed ფულს, ჯერ ამ ინსტიტუტის მოწყობა უნდა ვნახოთ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბანკებს რეზერვების შენახვა ევალებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კლიენტების ანგარიშებზე დაცული თანხის გარკვეული ნაწილი ხელუხლებელი სახით უნდა გადადონ. ამ რეზერვს შეიძლება შეადგენდეს ნაღდი ფული ან ბანკის დეპოზიტი ფედერალურ სარეზერვო სისტემაში. მაგალითად, თუ კონკრეტულ ბანკში კლიენტებს აქვთ 1,000 ანგარიში და საშუალო ბალანსი მათზე 500 აშშ დოლარია, მაშინ ბანკის მთლიანი დეპოზიტები იქნება $500,000. თუ Fed 10%-ის ოდენობის სარეზერვო მოთხოვნას დაადგენს, მაშინ ამ ერთმა ბანკმა $50,000 ტოლი რეზერვები უნდა შეინახოს. შესაძლოა, ბანკს საკუთარ საცავში ჰქონდეს 40,000 დოლარი ნაღდი ფულით და 10,000 დოლარის დეპოზიტი Fed-ში.

Continue reading “10 გაკვეთილი ეკონომიკაში: როგორ იქმნება და უფასურდება ფული”

10 გაკვეთილი ეკონომიკაში: რა ღირს?

ართურ ლაფერი

რა არის ფასი? საქონლის ღირებულება
იაზროვნე ეკონომიკურად – გაკვეთილი მეორე

ThE2

1950-იანი წლების ბოლოს, Ford Motor Company-მ 400 მილიონი დოლარი დაახარჯა ახალ მოდელს, Ford Edsel-ს. ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა ავტომობილს გამორჩეული, იოლად ამოსაცნობი დიზაინით, სანამ მესამე და უკანასკნელ წელს სრულიად ნათელი არ გახდა – Edsel კოლოსალური ჩავარდნა იყო, იმ წელს სულ რამდენიმე Edsel აწარმოვეს. ამ ავტომობილის განვითარებისა და წარმოების მიმდინარე ხარჯები ბევრად აღემატებოდა მის ღირებულებას.

ამ ამბისგან ძალიან განსხვავებულია თოჯინის, სახელად Cabbage Patch ისტორია. მის გამოჩენას 1980-იანი წლების დასაწყისში არნახული აჟიოტაჟი მოჰყვა – მშობლები მაღაზიის კარის გაღებამდე რამდენიმე საათით ადრე იკავებდნენ რიგს, ეს სათამაშო რომ წაეღოთ შვილებისთვის. ხანდახან ჩხუბიც იწყებოდა და მყიდველები მუჯლუგუნებით მიიკვლევდნენ დახლებისკენ გზას. ზოგი მზად იყო, მაღაზიის თავდაპირველ ფასზე ასჯერ მეტი გადაეხადა, ოღონდ თოჯინის გარეშე არ დარჩენილიყო. ცხადია, Cabbage Patch-ის ღირებულება მათთვის გაცილებით აღემატებოდა წარმოების ხარჯსაც და საცალო გასაყიდ ფასსაც.

რატომ იყო ავტომობილი ასეთი უღირალი და თოჯინა ასეთი ღირებული? რა ძალით? იმავე ძალით, რის გამოც ძვირდება ფირფიცარი, აკუმულატორი და პური, როდესაც ქალაქი მოსალოდნელ ქარიშხალს ელის. რა უნდა ისწავლონ კანონმდებლებმა ამ ფენომენისგან? ამისთვის ეკონომისტებს უნდა მოუსმინონ.

Continue reading “10 გაკვეთილი ეკონომიკაში: რა ღირს?”

სეის კანონი vs. ქეინზიანული ეკონომიკა

რიჩარდ ემ. სალსმანი

სეის კანონი, როგორც დიდმა ლიბერალმა პოლიტ-ეკონომისტმა ჟან-ბაპტისტ სეიმ (1767-1832) ჩამოაყალიბა თავად, არის დებულება, რომ მოთხოვნა მიწოდებისგან შედგება, შესაბამისად, ჯამური მიწოდება ყოველთვის ჯამური მოთხოვნის ტოლია. პოლიტიკურ ეკონომიკაში თუკი ჭეშმარიტების მხარეს დგომა გსურთ, არ არსებობს უფრო ღირებული სწავლება, ვიდრე სეის კანონია.

სეის კანონი არის ეკონომიკის უმთავრესი, უპირველესი პრინციპი, მრავალი თანმდევი მნიშვნელოვანი დებულებითა და წესით. მისი ლოგიკა ურღვევია, მისი ემპირიკა – უდავო. ეკონომისტი, ვინც უარყოფს სეის კანონს, ემსგავსება ფიზიკოსს, რომელიც სიმძიმის კანონს უარყოფს; ეკონომისტი, რომელიც სეის კანონის წინააღმდეგია, არ არის ეკონომისტი, ისე, როგორც, სიმძიმის კანონის უარმყოფელი ვერ იქნება ფიზიკოსი.

Continue reading “სეის კანონი vs. ქეინზიანული ეკონომიკა”

სეის კანონი

სთივენ ქეითსი

Says Law

უნდა შევთანხმდეთ, სეის კანონი, როგორც ამას ქეინზი წერდა, ნამდვილად იყო კლასიკური ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე აღიარეს.

მეტიც, ეს მხოლოდ მე-19 საუკუნის თეორია არ ყოფილა. საყოველთაოდ იყო მიღებული და რჩებოდა ასეთად, ვიდრე 1936 წლამდე, როდესაც „ზოგადი თეორია“[*] გამოიცა. მაგრამ თანმდევი საკითხები არ დახავსებულა, იმ მოსაზრებათა ნაწილი იყო რომლებსაც ეკონომისტები მუდმივად ცდიან კრიტიკული თვალით და ამოწმებენ. ყველა შეთანხმდა სეის კანონის მართებულობასა და მნიშვნელობაზე. ამიტომ, როდესაც სეის კანონზე ვმსჯელობთ, ხელთ უნდა გვქონდეს მისი არსის ზუსტი განმარტება, იმის ახსნა რომ შევძლოთ, თუ რატომ მოხდა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ყველა დიდი ეკონომისტი, ვინც კი არსებულა, ასე თავგამოდებით იცავდა. Continue reading “სეის კანონი”

სად ცდებიან ქეინზის კრიტიკოსები

Say Keynes

სთივენ ქეითსი

წავიკითხე ფილიპ ვაგუსის წერილი „სად შეცდა ქეინზი“, რომელიც ესპანელი ავტორის, ხუან რამონ რალოს წიგნის, “ძველი ეკონომიკის წარუმატებლობა” (Los Errores de la Vieja Economyía), მიმოხილვაა. ჩემი ყურადღება გამორჩეულად იმ ადგილებმა მიიპყრო, სეის კანონს რომ შეეხება.

ქეინზის ეკონომიკის უარყოფის გზა, ცხადია, სეის კანონზე გადის. ამის გააზრება მნიშვნელოვანია. თავად ქეინზის დამოკიდებულება სეის მიმართ უკიდურესად ნათელია: მთელი მისი არგუმენტაცია სეის კანონის ინტერპრეტირებაზეა ნაშენები. ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“, ქეინზი სეის კანონის ირგვლივ ტრიალებს და კვლავ და კვლავ უბრუნდება იმ ადამიანთა არგუმენტებს, ვისაც სეის კანონისა სჯერა. ამრიგად, ორი რამ არის საჭირო, თუ აპირებ ქეინზის უარყოფას. ჯერ, უნდა იცოდე, რა არის სეის კანონი. შემდეგ უნდა აჩვენო, რომ სეი მართალია. Continue reading “სად ცდებიან ქეინზის კრიტიკოსები”

სად შეცდა ქეინზი

ფილიპ ვაგუსი

ავსტრიის ეკონომიკური სკოლის უკვე არაერთმა წარმომადგენელმა ქვა-ქვაზე არ დატოვა ქეინზის მთავარი ნაშრომიდან „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (TGT). ფრიდრიხ ა. ფონ ჰაიეკმა, ჟაკ რიუეფმა, ჰენრი ჰეზლითმა, მარი როთბერდმა, ლუდვიგ ლახმანმა, ლუდვიგ ფონ მიზესმა და უილიამ ჰათმა მნიშვნელოვანი არგუმენტები მოგვაწოდეს ქეინზის და ქეინზიანიზმის წინააღმდეგ.

ამ რჩეულ სიას კიდევ ერთი სახელი დაემატა. 2012 წელს ხუან რამონ რალომ წარმოგვიდგინა TGT–ს ახალი კრიტიკა წიგნში, რომელსაც ჰეზლითის ნაშრომის „ახალი ეკონომიკის „ წარუმატებლობა“ საპატივცემულოდ, “ძველი ეკონომიკის წარუმატებლობა” (Los Errores de la Vieja Economyía) ჰქვია.

Continue reading “სად შეცდა ქეინზი”

ბაზარი დაარეგულირებს…

ხშირად იტყვიან ხოლმე ირონიით – ეგეც შენი ბაზარი. როგორ არა, ბაზარი დაარეგულირებს-ო.

ცხადია, ბაზარი ვერაფერს დაარეგულირებს. ბაზარი ჯინი არაა, გაჩნდეს უცებ და დაარეგულიროს. ბაზარი – ჩვენ ვართ ყველანი.

ჩვენ უნდა დავარეგულიროთ. მომხმარებლებმა. ცალ-ცალკე და ყველამ ერთად – მომხმარებელთა საზოგადოებები შევქმნათ, სოციალური ქსელი გამოვიყენოთ, მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ, ვინ რას საქმიანობს, იმას. Continue reading “ბაზარი დაარეგულირებს…”

ძვირადღირებული პატრიოტიზმი

თხუთმეტიოდ წლის წინ საქართველოში მაღაზიათა ქსელი “პატრიოტი” გამოჩნდა. ზოგს, ალბათ, გახსოვთ, ზოგსაც, ეგებ, გივაჭრიათ კიდეც. ჯერ ერთი მაღაზია იყო, შემდეგ კიდევ სხვებიც დაემატა. “პატრიოტი” იმიტომ ერქვა, რომ იქ მხოლოდ ქართული პროდუქცია იყიდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. იმ მაღაზიაში ვინც შეიძენდა რამეს – პატრიოტი ხდებოდა. ეროვნული მრეწველობის მხარდამჭერი და ქომაგი.

ჩვენში ამ ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მიმდევარი დღეს ბატონი გოგი თოფაძეა, თუმცა, იდეა ძველია, როგორც თვით სამყარო. ადგილობრივი წარმოება ხომ ქვეყნის სამსახურშია – ქმნის სამუშაო ადგილებს, ავსებს ბიუჯეტს, წინსვლას ემსახურება, იმპორტი კი გადამთიელ მეწარმეს ამდიდრებს – კარგად ნაცნობი არგუმენტებია. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მოგვისმენია.

სულ ახლახანს, ამერიკულმა АBC-მ რეპორტაჟების მთელი სერია მოამზადა პირობითი სახელწოდებით “შეიძინე ამერიკული” და ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთ უმთავრეს რეცეპტად ადგილობრივი პროდუქციის მხარდაჭერის იდეა გამოწერა. თუმცა, როდესაც ჩვენ თავად ვირჩევთ, რისი შეძენა გვსურს, პროდუქტი, რომელიც უხარისხოა და ძვირი – დახლზე რჩება და, ბოლოს, ბაზრიდანაც იდევნება, მაგრამ თუკი მეტ თანხას გადავიხდით რაღაც საქონელში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადგილობრივადაა წარმოებული, ნაკლები თანხა დაგვრჩება სხვა პროდუქტის ყიდვისთვის, რომელიც, სხვათა შორის, ასევე შეგვეძლო ადგილზე გვეწარმოებინა, მოთხოვნა რომ ყოფილიყო… ამგვარი “პატრიოტი” ყიდულობს ძვირად, ყიდულობს უხარისხოს და ადგილობრივ წარმოებას, წახალისების ნაცვლად, ხელსაც უშლის. სწორედ ამიტომ წერდა მე-18 საუკუნის ინგლისელი ლიბერალი პოლიტიკოსი და მეწარმე რიჩარდ ქობდენი, რომ ეკონომიკური წინსვლა და დასაქმება ვაჭრობისა და განათლების თავისუფალ გავრცელებაზე დგას და არა იმ ზღუდეებზე, რაც თავისუფალი ვაჭრობის გზაზეა აღმართული.

Continue reading “ძვირადღირებული პატრიოტიზმი”