სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია), დაიბადა 1861 წლის 7 სექტემერს, ზუგდიდის მაზრის სოფ. მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
სოხუმის ეპარქიაში მღვდლად ეკურთხა. იყო სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. სასტიკად ეწინააღმდეგებოდა იმდროინდელ რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. ასწავლიდა ქართულ ენას და იღვწოდა აფხაზეთში ქართული ენის განსამტკიცებლად.
1897 წელს ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა, აღიკვეცა ბერად, საქართველოში დაბრუნდა და 1901 წელს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1904 გადაიყვანეს თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად. Continue reading “ოთხთა ნიშანი”