ლგბტ-ტორტი, გამოხატვის თავისუფლება და რომის პაპი

ჰომოსექსუალ ადამიანებს ოჯახში ყოფნის უფლება აქვთ. ისინი ღვთის შვილები არიან… სამოქალაქო კავშირის კანონი უნდა გვქონდეს, რაც მათ იურიდიულად დაიცავს.
პაპი ფრანცისკე. დოკუმენტური ფილმი Francesco

ჩარლი ქრეიგმა (Charlie Craig) და დეივიდ მალინზმა (David Mullins) საკონდიტრო Masterpiece-ს საქორწინო ტორტი დაუკვეთეს. კონდიტერმა ჯექ ფილიფსმა (Jack Phillips) ტორტის გამოცხობაზე წყვილს უარი განუცხადა, რაკი მის რელიგიურ გრძნობებს ეწინააღმდეგებოდა.

ეს ამბავი 2012 წლის ზაფხულში, ლეიქვუდში, ქოლორადოს შტატში მოხდა. მას შემდეგ სამოქალაქო უფლებების კომისია და რამდენიმე სასამართლო ინსტანცია მოიარა და 2017 წლის ბოლოს შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლომდე მიაღწია.

ქოლორადოს სამოქალაქო უფლებების კომისიამ განაცხადა, რომ მომსახურების მიღების უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად ორიენტაციისა და არვის აქვს ნება, რელიგიური რწმენის მოტივით ზიანი მიაყენოს სხვებს, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა.

Continue reading “ლგბტ-ტორტი, გამოხატვის თავისუფლება და რომის პაპი”

ტაშ-ფანდური ერთმორწმუნის კართან

არ იფიქროთ, რომ ნინო ქათამაძეს ვიცავ, თუმცა, მათ შორის, ვინც მოსკოვში საკონცერტოდ იპრანჭება, ნინო ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ერთადერთია, ვისი ჩანაწერებიც მაქვს აუდიოთეკაში და სმართფონშიც ხშირად ვუსმენ ხოლმე. რაც მოსკოვში დაიწყო სიმღერა, ჩანაწერებს ვუსმენ, მაგრამ მის კონცერტზე აღარ ვყოფილვარ. ნინოს ამით არაფერი აკლდება. ჩემ შესაძენ ბილეთს სხვა შეიძენს. მსურველი ბევრია. არაფერი აკლდება ნინოს.

Continue reading “ტაშ-ფანდური ერთმორწმუნის კართან”

ორი რუსეთი

პოკემონიან ბლოგერ სოკოლოვსკიზე დავწერე ადრე. ვინც ეგ ისტორია არ იცით, ჯერ გადახედეთ.

დღეს პროკურორმა მისთვის 3,5 წლიანი პატიმრობა მოითხოვა. კოლონიაში. ბრალდებულის საქციელი სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არისო, – განაცხადა. პირობითი მსჯავრის წინააღმდეგი ვარო – ჰუმანური იქნებოდა, მაგრამ დაუსჯელობის რწმენას გააჩენდაო.

სასამართლო პროცესი ეკატერინბურგში მიმდინარეობს, სადაც, სხვათა შორის, ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ქალაქის უძველესი ტაძრის დანგრევა ბრძანა. “დაგეგმილი რეკონსტრუქციის” მიზეზით. მე-18 საუკუნის ტაძარს კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას (РПЦ-ს) დაუბრუნა. ერპეცემ კი დაანგრია. ალბათ, იმ მიზნით, რომ რომელიმე სოკოლოვსკი არ შევიდეს და პოკემონები არ დაიჭიროს.

ამასობაში რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ნიჟნი ნოვგოროდის მთავარმა სამმართველომ მფრინავი მაკარონის მონსტრის (პასტაფარიანული) ეკლესია დაარეგისტრირა.  პასტაფარიანელებმა ლეგალური უფლება მოიპოვეს რუსეთის ტერიტორიაზე აღასრულონ ღვთისმსახურება, სხვა რელიგიური რიტუალები მღვდელმთავრების ხელდასხმის ჩათვლით.

Pastafarianism-MinJust 

რაც თავი მახსოვს, სულ მეორე რუსეთის ძებნაში ვართ. ჰოდა, ბატონებო, ვინც მაინცდამაინც რუსოფილიით ხართ შეპყრობილები, იმ რუსეთს მაინც მიბაძეთ, სადაც, თუკი ადამიანს ამის სურვილი აქვს, მფრინავ სპაგეტის შეიძლება სცეს თაყვანი, ხელდასხმა გაიაროს და სულიერი მოძღვარი ერქვას. რა თქვენი უკანალის საქმეა? ესეც ხომ გეიევროპა და მასონური ამერიკა არაა – რუსეთია. მართლმადიდებლური და ერთმორწმუნე რუსეთი.

იმდენს კი ნუ ვიზამთ, რომ რუსეთის იუსტიციის მინისტრის გონებაგახსნილობისა შემშურდეს… არც ვიცი, ვინ ოხერია და რა გვარია.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.___

P.S.

ისე კი, ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლის მორწმუნე ან მფრინავ სპაგეტის უწუნებდეს რამეს ან ბიბლიურად თავისუფალ გირჩს უცნაურია. ჩემმა მზემ.

გზა მონასტრისკენ

ერთხელ, როცა კომპარტიის მერამდენეღაც ყრილობა მიდიოდა, ნოდარ დუმბაძე იმ დროს ნაინფარქტალი იწვა და “მოამბეში” მოუკრავს ყური – “მივბაძოთ ამხანაგ ჩერნენკოსო!” ჰოდა, ჩაიბურდღუნა თურმე:

– ამხანაგო, ენას ძლივს ვაბრუნებ, ფეხს ძლივს ვადგამ, აღარაფრის თავი მაქვს და სხვა კიდევ რითი მივბაძოო…

ამხანაგო, ფასები ისე იზრდება, რომ საჭმელს ვერ ვჭამთ, სასმელს ვერ ვსვამთ და არც სხვა რამის ფული დაგვრჩა და კიდევ ტაძარი და მონასტერი გვინდა?

იქ ვართ უკვე.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

პოკემონების ჭერა ტაძარში

Pokemon Holy GOსელინჯერის რომანი იცით. Pokemon GO – მითუმეტეს.

ერთი ახალგაზრდა ჰოლდენ ქოლფილდი  რუსლან სოკოლოვსკი ჭვავის ყანის ნაცვლად ტაძარში წავიდა და იქ რამდენიმე პოკემონი დაიჭირა. სმართფონში – როგორც ამ თამაშის წესია.

რამდენიმე დღის შემდეგ სოკოლოვსკი პოლიციამ დაიჭირა. სმართფონში არა – სინამდვილეში. ეკატერინბურგის სასამართლომ რუსლან სოკოლოვსკის ეკლესიაში Pokemon GO–ს თამაშისთვის 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. თან, ძიება არ დასრულებულა ჯერ. შესაძლოა, რამდენიმე წლითაც აღმოჩნდეს ციხეში.

არ ვხუმრობ!

Ruslan Sokolovskyკიდევ ერთხელ: რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის კიროვის რაიონის სასამართლომ ეკლესიაში Pokemon GO–ს თამაშისთვის ადამიანს ბრალი დასდო მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფასა და შუღლის ჩამოგდებაში (ვისა და ვის შორის შუღლის? ალბათ, პოკემონებსა და მღვდლებს შორის). განაჩენიც გამოუტანა და პატიმრობაც მიუსაჯა.

Continue reading “პოკემონების ჭერა ტაძარში”

სად მთავრდება/იწყება აღმსარებლობის თავისუფლება?

ორშაბათს საპატიმრო დატოვა და თავის ოფისში დაბრუნდა ქალბატონი ქიმ დეივისი. შეიძლება მისი სახელი და გვარი გაგონილი არც გაქვთ, თუმცა მისმა ამბავმა ამერიკაში და დანარჩენ მსოფლიოშიც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩვენშიაც.

ქიმ დეივისი როუენის საგრაფოს მოხელეა, ვისაც, სხვა სამსახურთან ერთად, ქორწინების რეგისტრაცია და მოწმობების გაცემა ევალება. პატიმრობაც სწორედ მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც ერთი სქესის წყვილს ქორწინების რეგისტრაციაზე უარი უთხრა. დეივისის სასამართლო პროცესი ლამის მეორე “მაიმუნის პროცესად” იქცა – ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ამგვარი ქორწინება დეივისის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, ხოლო იძულება, დაარეგისტრიროს ეს ქორწინება, არღვევს მის აღმსარებლობის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს.

მოსამართლემ ეს არგუმენტები არ გაიზიარა და, როგორც ზემოთაც ვთქვი, ქიმ დეივისს პატიმრობა მიუსაჯა. ამავე დროს ის თანამდებობაზე რჩება (მისი თანამდებობა არჩევითია, უფლებამოსილების ვადა 2019 წელს ეწურება) და ოფისში დაბრუნებისთანავე განაცხადა, რომ უფლის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებს და ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებას კვლავ არ დაარეგისტრირებს.

ქიმ დეივისის საპატიმროში ყოფნის დროს საქორწინო მოწმობები ერთი სქესის წყვილებზე მისმა მოადგილემ გასცა, თუმცა სამართალმცოდნეები ვერ თანხმდებიან, აქვს თუ არა დეივისის ხელმოწერის გარეშე მოწმობებს ძალა, მითუმეტეს, ექნება თუ არა მოადგილის მიერ გაცემულ მოწმობებს იურიდიული ძალა იმ შემთხვევაში, როდესაც დეივისი ოფისში იმყოფება და უფლებამოსილებებს თავად ახორციელებს.

Continue reading “სად მთავრდება/იწყება აღმსარებლობის თავისუფლება?”

დედა კრისტინა

მადონა, იმჰო, უკეთესად ასრულებდა ამ სიმღერას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? Smile

როგორც ქალბატონი თეა იტყოდა, მონაზვნები იტალიის სასიმღერო პოპ-კონკურსში დაწინაურდნენ.

ჰომოსექსუალ ბრძენთა პროტოკოლი

ნაცისტები ჯერ კომუნისტებს მიადგნენ, მე კი ხმა არ ამოვიღე, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.
შემდეგ სოციალისტებს მიადგნენ და ხმა არ ამოვიღე, რადგან სოციალისტი არ ვიყავი.
შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ და მე ხმა არ ამოვიღე, რადგან არც პროფკავშირის წევრი ვყოფილვარ.
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამოვიღე, რაკი ებრაელი არ ვარ.
შემდეგ მე მომადგნენ  და აღარვინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო.
პასტორი მარტინ ნიმიოლერი

GayAgenda

1905 წელს რუსმა მართლმადიდებელმა მწერალმა და ეკლესიის ისტორიის მკვლევარმა სერგეი ნილუსმა გამოაქვეყნა ე.წ. “სიონისტ ბრძენთა პროტოკოლი” – რომელსაც აგერ უკვე საუკუნეზე მეტია აფრიალებენ ანტისემიტური ორგანიზაციები და ეს ტექსტი ჟიდო-მასონურ შეთქმულებასთან მებრძოლთა ისეთ არგუმენტად იქცა, რომლითაც ჰოლოკოსტის “გაპრავებასაც” კი ახერხებენ.

პროტოკოლი წარმოადგენს სიონისტთა საიდუმლო მიზნებისა და ამ მიზანთა მიღწევის გზათა ჩამონათვალს. მათი მიზანი ერთია – მსოფლიოზე გაბატონება, ამ მიზნის მიღწევის გზები კი სხვა ერებისა და ხალხების ტვინების გამორეცხვასა და დამონებაზე გადის, რისთვისაც საჭიროა ამ ხალხების გაღატაკება, ხორციელი გარყვნა, სულიერი დაცემა, ათეიზმის, სექსუალური აღვირახსნილობის, ლიბერალიზმის პროპაგანდა. სხვათა შორის სიონისტთა მსოფლიოზე გაბატონების ერთ-ერთ წინაპირობად ამ დოკუმენტში საყოველთაო საარჩევნო ხმის შემოღებაცაა მონიშნული.

“გაპრავება” შემთხვევით არ ვახსენე ზემოთ – ერთი რომ ეს სიტყვა უკვე დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, მეორეც ნახსენები პროტოკოლის ფაბრიკაცია სწორედ რუსულ შავრაზმულ სივრცეში მოხდა და დღეს არვინ დარჩა დედამიწაზე, ვისაც გონიერ საზოგადოებაში სიტყვა ეთქმის და ამ დოკუმენტის ნამდვილობისა სჯერა, გარდა რუსი “მკვლევრებისა”.

Continue reading “ჰომოსექსუალ ბრძენთა პროტოკოლი”