ასე განსჯიან დიპლომატები

კარელ ჩაპეკი
Až budou soudit diplomati, 1937

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: ბატონო მსაჯულნო, გულწრფელად ვწუხვართ იმის გამო, რომ დღეს ერთი დახლართული საქმის განხილვა გვიწევს. ბევრს ვეცადე ამ მოსმენის გადადება, მაგრამ აღშფოთებული საზოგადოების ზეწოლის გამო დათმობაზე მივდივარ … (ფურცლებს აშრიალებს). ბრალდების დასკვნის მიხედვით, დღისით მზისით ხალხმრავალ მოედანზე ძარცვა და მკვლელობა მოხდა. მოწმეთა თვალწინ, ბრალდებული თავს დაესხა ფეხით მოსიარულეს, ამჟამად უკვე, სამწუხაროდ, გარდაცვლილს… ბევრი რომ არ გავაგრძელო, ახლა თავად მოუსმენთ მოწმეებს და ყველა წვრილმანს თავად გაეცნობით.

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: თქვენ მოკლულის ქვრივი ბრძანდებით?

ქვრივი: დიახ.

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: სასამართლო იზიარებს თქვენს მწუხარებას. ქალბატონო მოწმე, თქვენ შეესწარით ამ, როგორა ვთქვა… უბედურ შემთხვევას. თუ შეიძლება, მოგვიყვეთ, რა და როგორ მოხდა?

ქვრივი: (თითს იშვერს) აი, ამ ავაზაკმა მოკლა!

ბატონი მეჭეჭიანი ცხვირით: ვაპროტესტებ… საჯაროდ შეურაცხყოფას მაყენებს!

სასამართლო სხდომის თავმჯდომარე: ქალბატონო მოწმე, სასამართლოს დარბაზში თითით მინიშნება აკრძალულია… თუ სწორედ გაგიგეთ, თქვენ ამტკიცებთ, რომ მკვლელობა ჩაიდინა ვინმემ, რომელიც ოქმში არ გვყავს სახელდებული?

ბატონი მეჭეჭიანი ცხვირით: (ქუდს ხელს დასტაცებს). ბატონებო, თუ ასე გააგრძელებთ, იძულებულს გამხდით, სასამართლოს დარბაზი დავტოვო! ჩემი თანდასწრებით სიტყვა “მკვლელობა”-ს ნუ ახსენებთ, მხოლოდ იძულებითი თავდაცვის შესახებ, შეგვიძლია, ვისაუბროთ.
Continue reading “ასე განსჯიან დიპლომატები”

როგორ ბეგრავს მთავრობა თქვენს თავისუფლებას

ბრიუს იანდლი

1773 წლის 16 დეკემბრის ჩაის წვეულება ბოსტონში თავისუფლების მოყვარული ხალხის პროტესტი იყო ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ჯგუფმა, რომელიც „თავისუფლების შვილებად“ იწოდებოდა, გაილაშქრა ჩინეთიდან კოლონიებში იმპორტირებული ჩაის დაბეგვრის წინააღმდეგ. მოპროტესტეები შეეწინააღმდეგნენ მთავრობის თვითნებურ ქმედებას, რაც საკუთარი, როგორც ინგლისის მოქალაქეების, უფლებების შებღალვად მიიჩნიეს.

ეს ამბავი კარგად ვიცით. ინგლისმა ძალადობით უპასუხა და დაიწყო რევოლუციური ომი. შედეგად, ხანგრძლივი და ძვირადღირებული ბრძოლის შემდეგ, იშვა ახალი ერი. და ეს ერი დადგა იმ რწმენაზე, რომ უბრალო ხალხს ბედნიერებისკენ სწრაფვის ნება აქვს. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ბედნიერება ჩინეთიდან სამომხმარებლო საქონლის თავისუფლად ყიდვის უფლებაა, თვითნებურად დაწესებული ბაჟის გადახდის გარეშე.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის პრეამბულა შეგვახსენებს:

Continue reading “როგორ ბეგრავს მთავრობა თქვენს თავისუფლებას”

რა ღირს შენი სასტვენი?

ბენჯამინ ფრანქლინის წერილი ან ლუიზ ბრიონ დე ჟუის. 10 ნოემბერი, 1779 წელი

<…>

ვიცი, ამბები გიყვარს და, იმედი მაქვს, მაპატიებ, ერთს თუ საკუთარ თავზეც მოგითხრობ:

სადღესასწაულო დღეები იყო, მეგობრებმა რომ ბღუჯა ხურდა ფული მაჩუქეს. შვიდი წლისა ვიყავი და მონეტების ჯიბეში საამო წკარუნით მივადექი ნოქარს, რომელიც სათამაშოებით ვაჭრობდა. გზად ერთი ბიჭი გადამეყარა, სასტვენი ჰქონდა და ისე აჭყვიტინებდა, რომ მოვიხიბლე. ბევრი აღარ მიფიქრია – მთელი ჩემი მონეტები დავყარე დახლზე ერთი სასტვენის ფასად და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში. იმდენჯერ ჩავბერე, სანამ ჩემი სტვენით მთელი ოჯახი არ შევაწუხე. მაგრამ თავად ფრიად ბედნიერი ვიყავ.

ჩემმა ძმებმა, დებმა და ბიძაშვილებმა, როდესაც წვრილად განსაჯეს ნოქართან დადებული გარიგება, ასე მითხრეს – ოთხგზის მეტი გადამიხდია, ვიდრე ამ სასტვენის ფასი იყო. მომაგონეს, რამდენი კარგი რამე მომივიდოდა დარჩენილი ფულით და ბევრი დამცინეს კიდეც სიბრიყვის გამო. ტირილი წამსკდა და ახლა უფრო მეტი მწუხარება მოჰქონდა დარდს, ვიდრე სასტვენს – სიამოვნება.

Continue reading “რა ღირს შენი სასტვენი?”

რატომ არის მთავრობა პრობლემა

მილთონ ფრიდმანი

Milton Friedman

როდესაც სიტყვას იტყვიან, წინ ტექსტიც უდევთ ხოლმე. ტექსტი გამოხატავს აზრებს, რომელსაც ეთანხმებიან და განმარტებას აპირებენ. მე ვცდილობდი მომეძებნა ცნება ტექსტის ანტონიმი, რადგან ტექსტს, ახლა რომ ვეპასუხები, არ ვეთანხმები. ის სრულიად მცდარია. „თავისუფლების მიმოხილვის“ (ერთობ შეუსაბამო ადგილი ამგვარი ტექსტის გამოსამზეურებლად) 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა და რეიგანის დოქტრინას, რომ მთავრობა არის პრობლემა, უსაგნო უწოდა (1).

ეს არის ჩემი ტექსტი თუ ანტი-ტექსტი იმ ტექსტის საწინააღმდეგოდ.

ორი ამოცანა მაქვს ახლა: ერთი მარტივი და ერთიც – რთული. პირველი ამოცანა იმის ჩვენებაა, რომ მთავრობა არის პრობლემა; ეს ამოცანა მარტივია. მეორე ამოცანაა იმის გაგება, თუ რატომ არის მთავრობა პრობლემა. ეს არის რთული ამოცანა. Continue reading “რატომ არის მთავრობა პრობლემა”

ჩინური არაკი

ფრედერიკ ბასტია
ეკონომიკური სოფიზმები. ტომი II, თავი VII

Chinese Canal

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ორი ჩინური ქალაქი: ჩინი და ჩანი. და სანაოსნო არხი აკავშირებდა ამ ორ ქალაქს.

ერთ მშვენიერ დღეს, იმპერატორმა არხის მოშლა ბრძანა. ბრძანა, მოეჭრათ კლდე და ვეებერთელა ლოდებით ამოევსოთ არხი.

მწიგნობართუხუცესმა ჯუანგმა, ეს რომ შეიტყო, შეძრწუნდა, ფერხთ ჩაუვარდა მბრძანებელს და შეჰკადრა:

– ზეცათა შვილო, შეცდომა მოგდის.

მაგრამ იმპერატორმა ასე უპასუხა:

– დადუმდი ჯუანგ, სიბრიყვეებს როშავ.

Continue reading “ჩინური არაკი”

თქვენი ხელფასი და პროტექციონიზმი

ფრედერიკ ბასტია
მატულობს თუ არა ხელფასი პროტექციონიზმის დროს.
ეკონომიკური სოფიზმები. თავი 12

Free Trade vs Protection

<…>

ვუსმენ ხოლმე, როგორ იღვრებიან ქადაგად ჩვენი კრიტიკოსები, როგორ წუხან პროლეტარიატის ბედზე, თვალცრემლიანი აკანტურებენ თავებს და მუდამ მზად აქვთ დასაქმებულთათვის გამოწერილი წამლობის რეცეპტი: ორგანიზაცია, ასოციაცია, კომუნიზმი… ერთხელ იქნება, მეც დაგელაპარაკებით ასოციაციებზე, ორგანიზაციებზე და ყველა იმ ქიმერაზე რის მეშვეობითაც თქვენ მოხიბლვას და უბსკრულში გადაჩეხვას ცდილობენ. მაგრამ ახლა, მსურს, დაგელაპარაკოთ უსამართლო კანონზე, რომელიც გიდგენთ, ვისგან უნდა შეიძინოთ პური, ხორცი, სამოსი და გიწესებთ ნიხრს, ამ ყველაში, იძულებული რომ ხართ, გადაიხადოთ.

ახლა მეტყვით, პროტექციონიზმი, რომელიც მაღალ ფასებს ადგენს და მეტ თანხას მაცლის ჯიბიდან, იმავდროულად ხელფასის ზრდას განა არ უწყობს ხელს?

Continue reading “თქვენი ხელფასი და პროტექციონიზმი”

გადასახადებით დამძიმებული საქონელი

ფრედერიკ ბასტია
ეკონომიკური სოფიზმები. თავი V

Tax-Bombjpg

ხშირად გაგვიგია, როგორ ითხოვენ უცხოური საქონლის დაბეგვრას, აქაოდა, შიდა წარმოების საქონელზე დაწესებული გადასახადი უნდა გავაწონასწოროთო. ეს სოფიზმი, თითქოს, ორი ქვეყნის წარმოების თანაბარ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, მაგრამ რაც თვალთახედვის მიღმა გვრჩება, გადასახადის ბუნებაა: ყოველი გადასახადი დაბრკოლებაა და მისი პირდაპირი ეფექტი – საქონლის ფასის გაძვირება. თუ შიდა ბეგარა საბაჟო მოსაკრებელზე იმდენად მაღალია, რომ საქონლის შემოტანა უფრო მომგებიანია, ვიდრე წარმოება, თავისუფალ ნებას მინდობილი ადამიანები, თავისუფალ და რაციონალურ არჩევანს გააკეთებენ და (სხვა თანაბარ პირობებში), იმპორტირებულ საქონელს მიანიჭებენ უპირატესობას. ორი ბოროტებიდან (ბეგარა და მოსაკრებელი) – ნაკლებს აირჩევენ. სწორედ აქ წარმოიშობა ის სოფიზმი, რომელიც პროტექციონიზმის მიმდევართა შორის იმდენად ფესვგადგმულია, რომ ცალკე უარყოფას იმსახურებს.

Continue reading “გადასახადებით დამძიმებული საქონელი”

მეზვერე და გადასახადის ამკრეფი

ფრედერიკ ბასტია
ეკონომიკური სოფიზმები. თავი X

frederic-bastiat

გადასახადის ამკრეფი: – ვხედავ, მოსავალი კარგი გქონიათ, წელს ოცი ქვევრი ღვინო დაგიწურავთ.
მეზვერე: – ყველა ჩემი უნარითა და შრომით.
გადასახადის ამკრეფი: – როგორ მიხარია… მაგრამ ახლა ექვსი ქვევრი უნდა წავიღო.
მეზვერე: – ექვსი? ჩემი გაკოტრება გსურთ?.. ღმერთო ჩემო, რისთვის მიგაქვთ ამდენი?
გადასახადის ამკრეფი: – ერთ ქვევრს სახელმწიფოს მევალეებს გავუგზავნით – როცა ვალები გვაქვს, საურავის გასტუმრებაც გვიწევს ხოლმე.
მეზვერე: – ვალები გვაქვს? კი მაგრამ, ფული რას მოხმარდა?!

Continue reading “მეზვერე და გადასახადის ამკრეფი”

სეის კანონი vs. ქეინზიანული ეკონომიკა

რიჩარდ ემ. სალსმანი

სეის კანონი, როგორც დიდმა ლიბერალმა პოლიტ-ეკონომისტმა ჟან-ბაპტისტ სეიმ (1767-1832) ჩამოაყალიბა თავად, არის დებულება, რომ მოთხოვნა მიწოდებისგან შედგება, შესაბამისად, ჯამური მიწოდება ყოველთვის ჯამური მოთხოვნის ტოლია. პოლიტიკურ ეკონომიკაში თუკი ჭეშმარიტების მხარეს დგომა გსურთ, არ არსებობს უფრო ღირებული სწავლება, ვიდრე სეის კანონია.

სეის კანონი არის ეკონომიკის უმთავრესი, უპირველესი პრინციპი, მრავალი თანმდევი მნიშვნელოვანი დებულებითა და წესით. მისი ლოგიკა ურღვევია, მისი ემპირიკა – უდავო. ეკონომისტი, ვინც უარყოფს სეის კანონს, ემსგავსება ფიზიკოსს, რომელიც სიმძიმის კანონს უარყოფს; ეკონომისტი, რომელიც სეის კანონის წინააღმდეგია, არ არის ეკონომისტი, ისე, როგორც, სიმძიმის კანონის უარმყოფელი ვერ იქნება ფიზიკოსი.

Continue reading “სეის კანონი vs. ქეინზიანული ეკონომიკა”

სეის კანონი

სთივენ ქეითსი

Says Law

უნდა შევთანხმდეთ, სეის კანონი, როგორც ამას ქეინზი წერდა, ნამდვილად იყო კლასიკური ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე აღიარეს.

მეტიც, ეს მხოლოდ მე-19 საუკუნის თეორია არ ყოფილა. საყოველთაოდ იყო მიღებული და რჩებოდა ასეთად, ვიდრე 1936 წლამდე, როდესაც „ზოგადი თეორია“(*) გამოიცა. მაგრამ თანმდევი საკითხები არ დახავსებულა, იმ მოსაზრებათა ნაწილი იყო რომლებსაც ეკონომისტები მუდმივად ცდიან კრიტიკული თვალით და ამოწმებენ. ყველა შეთანხმდა სეის კანონის მართებულობასა და მნიშვნელობაზე. ამიტომ, როდესაც სეის კანონზე ვმსჯელობთ, ხელთ უნდა გვქონდეს მისი არსის ზუსტი განმარტება, იმის ახსნა რომ შევძლოთ, თუ რატომ მოხდა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ყველა დიდი ეკონომისტი, ვინც კი არსებულა, ასე თავგამოდებით იცავდა. Continue reading “სეის კანონი”