ფოთის პორტი შავიზღვისპირეთიდან გადააქვთ?

როგორც ცნობილია, ფოთის ნავსადგურის და მისი მიმდებარე მიწის ფასიანი ქაღალდების 51 პროცენტი და მასზე დამაგრებული 304’637 კვ.მ მიწის ნაკვეთი არაბულ “რაკ ინვესტმენტს” 2008 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა.

საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, “რაკ ინვესტმენტი” რეგიონში დიდი ინვესტიციების შემოტანას აპირებდა, ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას მთელი ინფრასტრუქტურით და მეტიც, არსებული ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ ნავსადგურის აგებასაც კი გეგმავდა.

ახალი ნავსადგური დაახლოებით 100 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო, და იქ როგორც საკონტეინერო ტერმინალი, ასევე, მოგვიანებით მშრალი ტვირთების გადასამუშავებელი ტერმინალიც უნდა აშენებულიყო. Continue reading “ფოთის პორტი შავიზღვისპირეთიდან გადააქვთ?”

Advertisements

სამართალმა ნობელი ჭამა

irena sendlerირენა სენდლეროვა (Irena Sendlerowa/Irena Sendler) პოლონელი კათოლიკე სოც-მუშაკი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოში მუშაობდა. პოლონური წინააღმდეგობისა და ებრაელთა ხსნის კომიტეტის, “ზეგოტას” (Żegota) წევრმა, მან სანიტარული სამსახურის თანამშრომლად დაიწყო მუშაობა ვარშავის გეტოში, საიდანაც ფარულად დაიწყო ებრაელი ბავშვების გამოყვანა. ამისთვის ავტომობილის საბარგულში სხვა ხელსაწყოებთან ერთად დიდი ტომრები და ყუთები ქონდა საგანგებოდ მოთავსებული, ამავე დროს, თან დაყავდა ძაღლი, რომელიც თავისი ყეფით დამალული ბავშვების ტირილის, სუნთქვის თუნდაც, გაფაჩუნების ხმას ახშობდა. “ზეგოტა” გამოყვანილ ბავშვებს ყალბ საბუთებს უმზადებდა და პოლონელთა ოჯახებში მალავდა.

ამ გზით სიკვდილის 2’500 ებრაელი ბავშვი გადაურჩა.

ამასთან, ირენა სენდლეროვა მის მიერ გეტოდან გამოყვანილი ბავშვებისა და მათი ახალი ოჯახების ვინაობას ჟურნალში აღრიცხავადა, რომ ომის დამთავრების შემდეგ მშობლებს შეძლებოდათ შვილების მოძიება. ეს სია მას შუშის ქილაში ჰქონდა მოთავსებული და მიწაში, ღრმა ორმოში ინახავდა.
Continue reading “სამართალმა ნობელი ჭამა”

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია: შემობრუნება დასავლეთისკენ

გასული თვის ბოლოს (წერილი დაწერილია 2010 წლის 3 თებერვალს) სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა 45-ე პატრიარქად ნიშის ეპისკოპოსი ირინეოსი აირჩია. როგორც საერთაშორისო მედია წერს და სერბეთის ეკლესიის მკვლევრები და თეოლოგები აცხადებენ, ირინეოსი “მოდერნისტ” და “ზომიერ” იერარქად ითვლებოდა.

“მას არასდროს მიუცია თავისთვის უფლება, ექსტრემისტული განცხადებები ეკეთებინა”, – აღნიშნავს რელიგიურ საკითხთა მკვლევარი მირკო ჯორჯევიჩი.

ეს გამოარჩევს ირინეოსს ბევრი სხვა სერბი იერარქისგან და განსვენებული პატრიარქი პავლესგანაც, რომელიც მხარს უჭერდა იუგოსლავიის შესანარჩუნებლად წამოწყებულ სისხლისმღვრელ ომებს სლოვენიისა და ხორვატიის წინააღმდეგ,  აფინანსებდა სერბულ სეპარატიზმს ე.წ. სერბსკა კრაინაში, არასდროს არაფერი უთქვამს სერბების მიერ ბოსნიასა თუ კოსოვოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის საწინააღმდეგოდ და რომელსაც ცნობილი სამხედრო დამნაშავე არკანი “უმაღლეს მთავარსარდალს” უწოდებდა.
Continue reading “სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია: შემობრუნება დასავლეთისკენ”

პრაგის გენოციდი

1791 წლის 3 მაისს რეჩ პოსპოლიტას (პოლონეთ-ლიტვის სამეფოს) სეიმმა ევროპაში პირველი კონსტიტუცია მიიღო.

ეს არაფრად ეპიტნავათ რუსებს, რომლებმაც პოლონეთი თავისი პრივილიგირებული ინტერესების ზონად გამოაცხადეს. სხვათა შორის, ამ ღვთით კურთხეულ საქმეში რუსებს პრუსიელებმა დაუჭირეს მხარი – ერთობლივად მათ პოლონეთის განიარაღებისა და პოლონეთის სახელმწიფოზე „მფარველობის“ დაწესების გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

მოძმე პოლონელი ხალხის მასონების მიერ მზაკვრულად თავს მოხვეული კონსტიტუციური რეფორმისგან გადარჩენის მიზნით, რუსებმა პოლონეთში ჯარი შეიყვანეს, სეიმს კონსტიტუცია გააუქმებინეს და პოლონურ ქალაქებში გარნიზონები ჩააყენეს…

მაგრამ უმადურ პოლონელებს რუსი ჯარისკაცების სტუმრობა მაინცადამაინც არ მოეწონათ და მათი გაყრა მოინდომეს.
Continue reading “პრაგის გენოციდი”

ოთხთა ნიშანი

 

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი

Ambrosi Khelaya სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია), დაიბადა 1861 წლის 7 სექტემერს, ზუგდიდის მაზრის სოფ. მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

სოხუმის ეპარქიაში მღვდლად ეკურთხა. იყო სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. სასტიკად ეწინააღმდეგებოდა იმდროინდელ რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. ასწავლიდა ქართულ ენას და იღვწოდა აფხაზეთში ქართული ენის განსამტკიცებლად.

1897 წელს ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა, აღიკვეცა ბერად, საქართველოში დაბრუნდა და 1901 წელს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1904 გადაიყვანეს თბილისში სინოდური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად. Continue reading “ოთხთა ნიშანი”

უნიფხვო მულტიკულტურულობა

ჩემმა ხორვატმა მეგობარმა ანდრეამ ამ რამდენიმე წლის წინ ერთი ასეთი ამბავი მომიყვა:

Multicultural ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოს ცენტრში ეგეთი ქანდაკებაა – “მულტიკულტურული ადამიანი აშენებს სამყაროს” – შიშველი მამაკაცი დედამიწის ცენტრში დგას და მულტიკულტურულ, მრავალეროვან, ტოლერანტ და ჰარმონიულ სამყაროს განასახიერებს. იტალიელმა სკულპტორმა ფრანჩესკო ფერილიმ 1997 წელს აჩუქა ქალაქს…

ჰოდა, იდგა ეგ მულტიკულტურული ქანდაკება თავისთვის, განასახიერებდა მულტიკულტურულ სამყაროს და დიდად არვის ანაღვლებდა… ნუ, ხანდახან მტრედები თუ დაასკინტლავდნენ ხოლმე მულტიკულტურულად – ეგ იყო და ეგ.

მაგრამ ერთ მშვენიერ დილით შეიკრიბნენ სარაევოელი მუსულმან მშობელთა კავშირის წევრები, მივიდნენ ამ ქანდაკებასთან და მამაკაცის ფიგურას მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ ტრუსი, ხოლო მდაბიური ენით რომ ვთქვათ, ნიფხავი ჩააცვეს. Continue reading “უნიფხვო მულტიკულტურულობა”