სეის კანონი vs. ქეინზიანული ეკონომიკა

რიჩარდ ემ. სალსმანი

სეის კანონი, როგორც დიდმა ლიბერალმა პოლიტ-ეკონომისტმა ჟან-ბაპტისტ სეიმ (1767-1832) ჩამოაყალიბა თავად, არის დებულება, რომ მოთხოვნა მიწოდებისგან შედგება, შესაბამისად, ჯამური მიწოდება ყოველთვის ჯამური მოთხოვნის ტოლია. პოლიტიკურ ეკონომიკაში თუკი ჭეშმარიტების მხარეს დგომა გსურთ, არ არსებობს უფრო ღირებული სწავლება, ვიდრე სეის კანონია.

სეის კანონი არის ეკონომიკის უმთავრესი, უპირველესი პრინციპი, მრავალი თანმდევი მნიშვნელოვანი დებულებითა და წესით. მისი ლოგიკა ურღვევია, მისი ემპირიკა – უდავო. ეკონომისტი, ვინც უარყოფს სეის კანონს, ემსგავსება ფიზიკოსს, რომელიც სიმძიმის კანონს უარყოფს; ეკონომისტი, რომელიც სეის კანონის წინააღმდეგია, არ არის ეკონომისტი, ისე, როგორც, სიმძიმის კანონის უარმყოფელი ვერ იქნება ფიზიკოსი.

Continue reading “სეის კანონი vs. ქეინზიანული ეკონომიკა”

სეის კანონი

სთივენ ქეითსი

Says Law

უნდა შევთანხმდეთ, სეის კანონი, როგორც ამას ქეინზი წერდა, ნამდვილად იყო კლასიკური ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე აღიარეს.

მეტიც, ეს მხოლოდ მე-19 საუკუნის თეორია არ ყოფილა. საყოველთაოდ იყო მიღებული და რჩებოდა ასეთად, ვიდრე 1936 წლამდე, როდესაც „ზოგადი თეორია“[*] გამოიცა. მაგრამ თანმდევი საკითხები არ დახავსებულა, იმ მოსაზრებათა ნაწილი იყო რომლებსაც ეკონომისტები მუდმივად ცდიან კრიტიკული თვალით და ამოწმებენ. ყველა შეთანხმდა სეის კანონის მართებულობასა და მნიშვნელობაზე. ამიტომ, როდესაც სეის კანონზე ვმსჯელობთ, ხელთ უნდა გვქონდეს მისი არსის ზუსტი განმარტება, იმის ახსნა რომ შევძლოთ, თუ რატომ მოხდა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ყველა დიდი ეკონომისტი, ვინც კი არსებულა, ასე თავგამოდებით იცავდა. Continue reading “სეის კანონი”

სად ცდებიან ქეინზის კრიტიკოსები

Say Keynes

სთივენ ქეითსი

წავიკითხე ფილიპ ვაგუსის წერილი „სად შეცდა ქეინზი“, რომელიც ესპანელი ავტორის, ხუან რამონ რალოს წიგნის, “ძველი ეკონომიკის წარუმატებლობა” (Los Errores de la Vieja Economyía), მიმოხილვაა. ჩემი ყურადღება გამორჩეულად იმ ადგილებმა მიიპყრო, სეის კანონს რომ შეეხება.

ქეინზის ეკონომიკის უარყოფის გზა, ცხადია, სეის კანონზე გადის. ამის გააზრება მნიშვნელოვანია. თავად ქეინზის დამოკიდებულება სეის მიმართ უკიდურესად ნათელია: მთელი მისი არგუმენტაცია სეის კანონის ინტერპრეტირებაზეა ნაშენები. ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“, ქეინზი სეის კანონის ირგვლივ ტრიალებს და კვლავ და კვლავ უბრუნდება იმ ადამიანთა არგუმენტებს, ვისაც სეის კანონისა სჯერა. ამრიგად, ორი რამ არის საჭირო, თუ აპირებ ქეინზის უარყოფას. ჯერ, უნდა იცოდე, რა არის სეის კანონი. შემდეგ უნდა აჩვენო, რომ სეი მართალია. Continue reading “სად ცდებიან ქეინზის კრიტიკოსები”

სად შეცდა ქეინზი

ფილიპ ვაგუსი

ავსტრიის ეკონომიკური სკოლის უკვე არაერთმა წარმომადგენელმა ქვა-ქვაზე არ დატოვა ქეინზის მთავარი ნაშრომიდან „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (TGT). ფრიდრიხ ა. ფონ ჰაიეკმა, ჟაკ რიუეფმა, ჰენრი ჰეზლითმა, მარი როთბერდმა, ლუდვიგ ლახმანმა, ლუდვიგ ფონ მიზესმა და უილიამ ჰათმა მნიშვნელოვანი არგუმენტები მოგვაწოდეს ქეინზის და ქეინზიანიზმის წინააღმდეგ.

ამ რჩეულ სიას კიდევ ერთი სახელი დაემატა. 2012 წელს ხუან რამონ რალომ წარმოგვიდგინა TGT–ს ახალი კრიტიკა წიგნში, რომელსაც ჰეზლითის ნაშრომის „ახალი ეკონომიკის „ წარუმატებლობა“ საპატივცემულოდ, “ძველი ეკონომიკის წარუმატებლობა” (Los Errores de la Vieja Economyía) ჰქვია.

Continue reading “სად შეცდა ქეინზი”

ორი ხიფათი პანდემიისგან

ნოა უოლი

კორონავირუსი ორი სახის კრიზისით გვემუქრება – წონასწორობის დაცვა უნდა შევძლოთ, ორთავეს რომ გავართვათ თავი.

გასულ კვირას, მას შემდეგ რაც შეერთებულ შტატებში, პანდემიის საპასუხოდ, სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის მეორე თვე დაიწყო, ექვს მილიონზე მეტმა დასაქმებულმა ამერიკელმა მოითხოვა უმუშევრობის დახმარება. შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ეკონომიკამ მარტის თვეში 700,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა. სენთ ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკი 32 პროცენტიან უმუშევრობას პროგნოზირებს, რაც დიდი დეპრესიის წლებს აღემატება. ეს მაჩვენებლები მეტისმეტად სავალალოა.

სოციალური დისტანცირება და პრეზიდენტ ტრამპის მიერ გადადგმული სხვა ზომები აუცილებელია კორონავირუსის გავრცელების შენელებისა და ეპიდემიის “მრუდის გასწორებისთვის”.

Continue reading “ორი ხიფათი პანდემიისგან”

ეკონომიკური ზრდის რეალური და ყალბი წახალისება

ჯონ თამნი
ნუ შეურაცხვყოფთ სტიმულირებას, “სტიმულირების” ამ პაკეტის სტიმულირებად მოხსენიებით

თქმა არ უნდა, ნებისმიერს, ვისაც მიწოდების ეკონომიკის შესახებ გაუგია რამე, პირველი ლაფერის მრუდი ახსენდება. მრუდი, რომელიც დიდი ართურ ლაფერის სახელს ატარებს, დროით უკვე გაცვეთილი ჭეშმარიტებაა – თუ შეამცირებ შრომის დაბეგვრას, შედეგად მეტ დასაქმებულსა და, შესაბამისად, მეტ დასაბეგრ შემოსავალს იღებ. ცხადია, თავად ლაფერი ახლა გვეტყოდა, და სამართლიანადაც, მიწოდების ეკონომიკა ბევრად მეტია, ვიდრე საგადასახადო შემოსავალი. მიწოდების ეკონომიკის იდეა, იმდენად უეჭველია, რომ გასაკვირიც კია, დამატებით განმარტებას თუ ითხოვს – ყველანაირი მოთხოვნა მიწოდების შედეგია. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ”მოვითხოვოთ” და ”მოვიხმაროთ”, რასაც ბაზარი გვაწვდის.

Continue reading “ეკონომიკური ზრდის რეალური და ყალბი წახალისება”

როგორ შეაჩერებდა მედია პანდემიას… (ჩინეთში რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო)

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)

Doctor Li Wenliang,

ჩინური მედია საზოგადოებას გაცილებით ადრე მიაწოდებდა ინფორმაციას კორონავირუსის ეპიდემიის სიმძიმის შესახებ, გადაარჩენდა ათასობით ადამიანის სიცოცხლის და, შესაძლოა, თავიდან აგვაცილებდა პანდემიას… ეს ყველაფერი მოხდებოდა, ჩინეთში რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო და არა ხელისუფლების მიერ დაწესებული კონტროლი და ცენზურა.

საუზჰემფთონის უნივერსიტეტის 13 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაში ვარაუდობენ, რომ შესაძლებელი იყო ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის შემცირება 86%-ით, თუ პირველ ზომებს 20 იანვრის ნაცვლად ორი კვირით ადრე გაატარებდნენ. RSF-ს სიმულაციური სცენარი გვიჩვენებს, რომ ჩინური მედია კრიზისის ადრეულ დღეებშივე გაგვაფრთხილებდა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, რომ არა სახელმწიფო კონტროლი და ცენზურა.

Continue reading “როგორ შეაჩერებდა მედია პანდემიას… (ჩინეთში რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო)”

არ დაიჯეროთ მითი, რომ სიცოცხლე უნდა გავწიროთ ეკონომიკის გადასარჩენად

ჯონათან ფორთსი

არის თუ არა წამლობა სენზე უარესი? The Times-მა ეს დაწერა: ”თუ კორონავირუსის კარანტინის გამო მშპ 6.4% -ზე მეტით შემცირდება, მეტ სიცოცხლეს დავკარგავთ რეცესიის გამო, ვინემ ვირუსის დამარცხების შედეგად ვიხსნით.” არც კი ვიცი, რომელი მხრიდან მივუდგე ამ სისულელეს. ის ეფუძნება ვარაუდს, თითქოს მშპ-ს ვარდნა მექანიკურად და პირდაპირ გარდაიქმნება სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაში.

ჩანს, ეს მოსაზრება საბუთად უდევს აშშ–ში შეზღუდვების ადრეული დასრულებისკენ მოწოდებას, პრეზიდენტი თრამფისგან რომ მოვისმინეთ. მის განცხადებას, თითქოს ბევრად მეტი ადამიანი დაასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით “მძიმე ეკონომიკის” გამო, ვიდრე ვირუსისგან გარდაიცვლება.

Continue reading “არ დაიჯეროთ მითი, რომ სიცოცხლე უნდა გავწიროთ ეკონომიკის გადასარჩენად”

როგორ გააღრმავა მთავრობამ კრიზისი

ჰაროლდ ელ. ქოული და ლი ი. ოჰანიანი

ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ „ახალმა კურსმა“ (New Deal) დაასრულა „დიდი დეპრესია“ რაც არსებული ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად ახალ „ახალ კურსზე“ მოთხოვნას წარმოშობს. მაგრამ ფაქტები ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ფრანქლინ დელანო რუზველთის (FDR) პოლიტიკამ დაძლია დეპრესია და რომ მსგავსი პოლიტიკა გვიხსნის ამჟამინდელი ეკონომიკური ვარდნისგან.

„ახალი კურსის“ მიზანი იყო, დაებრუნებინა ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილები, მაგრამ ამ ეკონომიკურმა ზომებმა დასაქმება ვერ აღადგინა. „ახალი კურსის“ დროს საშუალოდ ნაკლები სამუშაოც კი იყო, ვიდრე FDR-ის პრეზიდენტობამდე[1] გვქონდა. 1930-32 წლებში, მთლიანი სამუშაო საათები ერთ ზრდასრულ პირზე (სამთავრობო ოფისების თანამშრომლების ჩათვლით) 18%-ით ნაკლები იყო 1929 წელთან შედარებით. 1933-39 წლებში კი – საშუალოდ 23% -ით ნაკლები. თუკი მხოლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს დავთვლით, 1933 წლის შემდეგ, სამუშაო საათები კიდევ უფრო შემცირებულია – 27%-ით, ნაცვლად ზემოთ მოტანილი 1930-32 წლების 18%-ანი ვარდნისა.

Continue reading “როგორ გააღრმავა მთავრობამ კრიზისი”