ჩვენ ავირჩიეთ მთვარე! მიზნად დავისახეთ, უკვე ამ ათწლეულში გავფრინდეთ მთვარეზე და გავაკეთოთ სხვა ბევრი საქმე, იმიტომ არა, რომ იოლია, იმიტომ სწორედ, რომ რთულია. იმიტომ, რომ ეს მიზანი მოითხოვს ჩვენი ძალების თავმოყრას და საუკეთესოდ გაზომავს ჩვენს უნარებსა და შესაძლებლობებს. რადგან ეს არის გამოწვევა, რომლის მისაღებადაც ვართ მზად, რომლის გადადებაც არ გვსურს და გამარჯვება გვწადია!
მიმართა აშშ პრეზიდენტმა, ჯონ ფიცჯერალდ ქენედიმ ჰიუსთონში, უილიამ მარშ რაისის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ 35’000 ადამიანს 1962 წლის 12 სექტემბერს. ქენედი ასე იური გაგარინის კოსმოსში გაფრენას გამოეხმაურა – ამბავს, რომ იმ მომენტისთვის რუსეთის კოსმოსურმა პროგრამამ უპირატესობა მოიპოვა.
1969 წლის 20 ივლისს ხომალდი “აპოლონი” მთვარის ზედაპირზე დაეშვა. “პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის – დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის”, როგორც ნეილ არმსთრონგმა თქვა.
რამდენიმე დღის წინ, 18 თებერვალს ამერიკული როვერი მარსზე რომ დაეშვა, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი, როგოზინი ამ ამბავს ასე გამოეხმაურა (“პირველი, რაც ამერიკელებმა დაინახეს მარსზე”).
როგორც იტყვიან, დაინახე სხვაობა.
დღეს რომ გვეუბნებიან მეგობრები, ჩამოყალიბდით, რა გზას ადგახართ, წინ მიდიხართ, უკან რჩებით, რომელი სამყაროს წევრობა გსურთო – ამას გულისხმობენ. ვისაც დემოკრატიის არსი და ფასი არ ესმის, ეგერ – მარტივი და ნათელი მაგალითი.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___