ნაცები, ჯიპები და მეუფეები

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში “პრიორიტეტები” (ტელეკომპანია “იბერია”) ნაცების კიდევ ერთ, აქამდე უცნობ მზაკვრობას ახადა ფარდა:

ნაციონალურმა მოძრაობამ “ტოიოტას” ჯიპები გამიზნულად დაურიგა მეუფეებს, რათა ეს ფაქტი საზოგადოებაში გახმაურებულიყო და ამითი გამოეწვიათ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი, – განაცხადა უფლებადამცველმა.

რა თქმა უნდა, მეუფეებს არ სურდათ ნაცების ამ “საჩუქრის” მიღება,  მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრიარქოს კანცელარიაში და იმუქრებოდნენ, რომ თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე “დაინახავს რაც მოუვა”-ო.

ვანო მერაბიშვილი დილა-საღამოს პირადად ამოწმებდა ჯიპების გარბენმეტრს და კილომეტრაჟს ითვლიდა.

მეტიც, რამდენიმე მეუფემ, მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, უარი განაცხადა ჯიპში ჩაჯდომაზე, მაგრამ გიგა ბოკერიამ სრულიად წარმოუდგენელი მზაკვრობა მოიფიქრა – სასულიერო პირებს ძალად სვამდნენ ჯიპებში და რამდენიმე კუნთმაგარი ნაცი – როგორიც კაკო ბობოხიძე, უკნიდან აწვებოდა ავტომობილს და მიაგორებდა. ჯიპში მჯდომ მეუფეს კი “რუსთავი 2”-ის კამერა იღებდა და შემდეგ “კურიერში” აჩვენებდნენ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=23230

Advertisements