პრემიერი და მინისტრი

მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე.

ერთი მეპატრონე შევიდა მარანსა თვისსა ნახვად ღვინისა. ნახა ქვევრის პირსა ერთი ჯამი იდგა.

ჰკითხა მემარნესა: – რად დგას ჯამი ესე აქა?

მან მოახსენა: რაოდენჯერ შემოვალ თითოს ამით ღვინოს შევსვამო.

ეწყინა მეპატრონესა და ეგრე თქვა: ჩემი ღვინო ამა კაცსა აუოხრებიაო.

და ერთი კაცი სხვა დაუყენა თავსა, რომე მაგოდენს ღვინოს ნუ ასმევო.

მეორეზე რა შევიდა მარნად, ნახა ორი ჯამი იდგა ქვევრთან.

ჰკითხა მემარნესა: ეს რა უნდა იყოსო?

მან მოახსენა: ერთი ჩემია, რომლითა ვსვემდი და მეორე მაგ ჩემს ამხანაგს მოუნდება, ახლა რომე დამიყენეო.

სულხან-საბა ორბელიანი. (მეპატრონე და მემარნე) სიბრძნე სიცრუისა.

ერთხელ დავწერე, პარლამენტის სესია სანამ გაიხსნება, კარგია თუ დეპუტატებს ჰიმნთან ერთად  ფილმს “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” აჩვენებენ-მეთქი. მთავრობის წევრებს კი ფრედერიკ ბასტიას “ეკონომიკურ სოფიზმებს” წააკითხებენ…

მაგრამ ბასტია, ალბათ, რთულად “მიდის”, თან – უცხოა და აგერ მშობლიური “სიბრძნე სიცრუისაც” გადასარევად გამოადგებოდათ.

შენ წამკითხავი თქვი, თორემ…

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)