მთავრობა არ არის ჩვენი დღევანდელი პრობლემების გადაწყვეტა. მთავრობაა თავად პრობლემა! – ეს რონალდ რეიგანის ცნობილი სიტყვებია. ყველა მემარჯვენე ლიბერალის და ლიბერტარიანელის საყვარელი ციტატა.
სხვა საყვარელი ციტატა პოლიტიკოსებისგან ბილ ქლინთონს ეკუთვნის: დიდი მთავრობების დრო წავიდა!
პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ქლინთონის ადმინისტრაციამ ფედერალური მთავრობა შეამცირა 200’000 (ორასი ათასი!) ჩინოვნიკით. მიუხედავად ამისა ამის წყალობით, ქლინთონის პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ამერიკაში, ვიდრე ყველა სხვა პრეზიდენტის მმართველობის დროს. მეტი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში, დაბალი ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.
იმიტომ რომ დიდი მთავრობა არ იყო ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა. მთავრობა იყო თავად პრობლემა!
სხვა რა ვთქვა – ჩემზე კომპეტენტური ხალხი განიხილავს ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ ე.წ. “პროგრამას” და, რომ ვაკვირდები, ეკონომისტებს შორის სრული კონსენსუსია. ბატონმა ლადო პაპავამაც კი დაიწუნა.
აპრავებენ მხოლოდ დუნდუა, ენძელა და ზაზა ხუციშვილი.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___