მოაზროვნეთა ზაცია

Ilja Novikovილია ნოვიკოვი ჩგკ-დან (რუსული ინტელექტ-კლუბიდან “რა სად როდის”) გარიცხეს. ნოვიკოვი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე რჩეული მოთამაშეა… იყო. ახალი თაობის მოთამაშეთა შორის, ალბათ, ყველაზე რჩეულიც – ორი ბროლისა და ერთი ბრილიანტის ბუს მფლობელი. მაგრამ კლუბიდან იმისთვის არ გაუგდიათ, რატომ კარგად თამაშობო. პროფესიული საქმიანობისთვის გააგდეს. ნოვიკოვი რუსი ადვოკატია და უკრაინელ ნადეჟდა სავჩენკოს იცავდა რუსულ ე.წ. სასამართლოში. ასეთებს კი რუსულ ტელეარხებზე გამოჩენის უფლება არ აქვთ. ამიტომ კლუბიდან გააგდეს.

გააგდეს და გააგდეს, შენ რა განაღვლებს, კარგი და ცუდი რუსი არ არსებობს და ყველას კისერი უტეხიაო, მეტყვით.

ეგებ, მასე აჯობებდეს, მაგრამ ეს თამაში მომწონს (პოსტიც კი მივუძღვენი სხვა ბლოგზე). შეიძლება ითქვას, კლუბის ნამდვილი ვეტერანი ვარ – ვეტერანი მაყურებელი. მეგობართან იმაზეც კი მიკამათია, ნურალი ლატიპოვი უფრო მაგარი იყო (მისი ვერსია) თუ ალექსანდ ბიალკო (ჩემი ვერსია). Smile  ამ პოსტის მკითხველთაგან 3 ადამიანი მაინც თუ მიხვდა, ახლა რაც დავწერე. Smile  Smile მაგრამ ნურალი ლატიპოვი კლუბის სულ პირველი ბროლის ბუს მფლობელია, ბიალკო კი ხის (ბროლის ფულიც რომ არ ჰქონდათ ჯერ) ბუს მფლობელი. მე და ჩემს მეგობარს კი მათი თამაში გვახსოვს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ნოსტალგიამ გადამძალა და ჩგკ-ს დღევანდელ გაბანძებაზე გული დამწყდა.

მაგრამ ამ პოსტს, ალბათ მაინც, სხვა მიზეზით ვწერ. ლიტრას ეუბნებოდნენ და, კოკავ, შენ გესმოდესო მიზეზით.

რუსული ჩგკ-ს ბატონი წამყვანი პუტინისტია. ქართული რსრ-სი – ბიძინისტი… წამყვანი მოაზროვნე არაა. კიბატონო. მაგრამ ქართველი მოაზროვნე-პარლამენტარის კანონპროექტები რომ მახსენდება (გამონათქვამები რომ იქეთ იყოს)…

ჰოდა, წავალ ისევ ფეხბურთს ვუყურებ. Smile

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)