როდესაც ბატონი გოგი თოფაძე სხვადასხვა უმცირესობებს მწვალებლებსა და ავადმყოფებს უძახდა, ბატონი ლევან ბერძენიშვილი დუმდა.
როდესაც ბატონი გოგი თოფაძე რუსთავი 2-ის გაქრობას აანონსებდა , ბატონი ლევან ბერძენიშვილი დუმდა.
როდესაც ბატონი გოგი თოფაძე ჟურნალისტებს ციხეში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდა, ბატონი ლევან ბერძენიშვილი დუმდა.
როდესაც ბატონი გოგი თოფაძე არასამთავრობო სექტორს ძირგამომთხრელ საქმიანობაში ამხელდა, ბატონი ლევან ბერძენიშვილი დუმდა.
როდესაც ბატონი გოგი თოფაძე სტალინის ფოტოზე ლოცვისკენ მოგვიწოდებდა, ბატონი ლევან ბერძენიშვილი დუმდა.
როდესაც ბატონი გოგი თოფაძე ნატოს დამაქცევარ ბლოკს უძახდა, ბატონი ლევან ბერძენიშვილი დუმდა.
როდესაც ბატონი გოგი თოფაძე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისკენ მოგვიწოდებდა, ბატონი ლევან ბერძენიშვილი დუმდა.
მე მას არ ვაკადრებ იმას რაც ეკუთვნის. მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მე მისი ბედი არ მაღელვებს, რადგან მე ვერ ვხედავ მას პოლიტიკაში საერთოდ. მე პირადად, ლევან ბერძენიშვილი, გოგი თოფაძეს საერთოდ ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში, რადგან მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი. ლევან ბერძენიშვილი გოგი თოფაძეზე. 19.02.2016
ბატონ გოგი თოფაძეს იმდენი უკადრებელი რამ აქვს ნათქვამი წლების მანძილზე, რომ ვერც ჩამოთვლი. მაგრამ ბატონი ლევან ბერძენიშვილი დუმდა და ძალიან თბილად და კომფორტულად გრძნობდა თავს ბატონი გოგის გვერდით ერთ კოალიციაში.
ბატონი გოგი თოფაძის ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არაა – ბატონი ლევანი მართალია. არც გუშინ იყო მისი ადგილი პოლიტიკაში და არც 2012 წელს იყო.
მაგრამ პოლიტიკაში არც უპრინციპო, “წაუყრუა” პოლიტიკოსთა ადგილია. იმჰო.
სხვანი რომ, თითქმის, არ გვყავს, ეგაა უბედურება. საითკენაც გაიხედავ ხან “გოგი თოფაძე” შეგრჩება ხელთ, ხანაც “ლევან ბერძენიშვილი”.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___