ჯორჯ სოროსი ახალ რევოლუციებს გეგმავს

საქართველოსა და უკრაინის ე.წ. “ვარდების” და “ნარინჯისფერი” რევოლუციებისა და “მაიდანის” სულისჩამდგმელი და მთავარი იდეოლოგი ჯორჯ სოროსი ახალ ფერად რევოლუციებს გეგმავს, ამის შესახებ ინტერნეტ-რესურსი inforesist (საინფორმაციო წინააღმდეგობა) იუწყება. პროექტი, რომლის უკანაც ჯორჯ სოროსი დგას, გულისხმობს მსოფლიოს დაფარვას ალტერნატიული, უსადენო (Wi-Fi) უფასო ინტერნეტ-ქსელით, ე.წ. აუთერნეტით.  Outernet-ი დაფარავს ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებს და მასთან დაკავშირება ნებისმიერ ელექტრონულ მოწყობილობას ექნება, რომელსაც Wi-Fi ქსელზე წვდომის უნარი აქვს, იქნება ეს კომპიუტერი, სმარტფონი თუ პლანშეტი. Outernet-ის სიგნალი გავრცელდება თანამგზავრების მეშვეობით და მისი დახშობა შეუძლებელი იქნება.

ერთი შეხედვით, Outernet-ის მიზანი კეთილშობილია – უზრუნველყოს უფასო ინტერნეტ-კავშირით იმ ქვეყნების მოსახლეობა, სადაც ინტერნეტი ძვირია ან შეზღუდული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურ ეჭვს იწვევს ამ პროექტის დამფინანსებლის, ჯორჯ სოროსის კეთილი ზრახვები.

როგორც ცნობილია, ჯორჯ სოროსი არაფერს აკეთებს უსასყიდლოდ, ისე, რომ ამ საქმიდან გამორჩენას არ ელოდებოდეს და თუ გავითვალისწინებთ Outernet-ის მთავარ მიზანს – ინფორმაციის გავრცელებას, ნათელი ხდება თუ რით ხელმძღვანელობს ბატონი სოროსი ამ პროექტის დაფინანსებისას.  როგორც ინტერნეტ-ტექნოლოგიების ექსპერტი იამზე ნათიძე განმარტავს, “Outernet-ის მსოფლიო ქსელი ჯორჯ სოროსის ხელში გადაიქცევა ე.წ. ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის ძლიერ იარაღად. ჯორჯ სოროსს სურს ახალგაზრდა თაობებზე წვდომა, მათი გადაბირება და ჩაბმა ლიბერალურ და ანტი-მართლმადიდებლურ რევოლუციურ მოძრაობაში, რის შედეგებსაც 9 წლის განმავლობაში იმკიდა ქართველი ხალხი და დღეს უკრაინელი ხალხი იმკის.”

ქალბატონი ექსპერტი აცხადებს, რომ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ “Outernet-ის სიგნალი ამერიკული თანამგზავრების საშუალებით გავრცელდება. მისი კონტროლის საშუალება არ ექნება ადგილობრივ უსაფრთხოების სამსახურებს, სამაგიეროდ ქსელი, დიდი ალბათობით, გახსნილი იქნება აშშ-ის დაზვერვის სამსახურებისთვის, რაც დამატებით საშიშროებას წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ და რომლებსაც არა ამერიკის სატელიტი მთავრობები მართავს.”

ეს ასპექტები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ Outernet-ის სახით ჯორჯ სოროსი და აშშ ხელისუფლება მსოფლიოს მართვის ახალ საშუალებებს ეძებს.

აღსანიშნავია, რომ Outernet-ის სატესტო რეჟიმში ამოქმედება უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

%d bloggers like this: