ყურადღება, ყურადღება! ლაპარაკობს მოსკოვი! ლაპარაკობს მოსკოვი! მოისმინეთ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილება. ვითვალისწინებთ რა მოქალაქეთა საყოველთაოდ გაზრდილ კეთილდღეობას, მუშათა ფართო მასების სურვილით, 1960 წლის 10 აგვისტოს, კვირას ვაცხადებთ ღია მკვლელობების დღედ. საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 16 წლის ასაკს, უფლება აქვს ამ დღეს მოკლას სურვილისებრ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია აღნიშნული დადგენილების დანართის პირველ მუხლში. ეს დადგენილება ძალაში შედის 1960 წლის 10 აგვისტოს მოსკოვის დროით 6 საათსა და 00 წუთზე და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. მოსკოვი. კრემლი. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
შემდეგ რადიომ გამოაცხადა:
– ახლა კი გადმოვცემთ მსუბუქი მუსიკის კონცერტს…
***
ეს არის რუსი დისიდენტი მწერლის, იული დანიელის ვრცელი მოთხრობის “ლაპარაკობს მოსკოვი” ჩემეული (სახელდახელო და ოდნავ თავისუფალი) თარგმანი. ამ და სხვა წიგნებისთვის დანიელმა (მეორე მწერალ ანდრეი სინიავსკისთან ერთად) 5 წელი გაატარა ლაგერებში.
მის მიერ მოგონილი ვითომ ანტი-უტოპია, სულაც არ ყოფილა ანტი-უტოპია და გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.
ვეთანხმები ჩემს მეგობრებს, ვინც ნემცოვის მკვლელობას კრემლის შეკვეთილი და პოლიტიკური უწოდა. ვინც დაწერა, რომ კიდევ სხვა მკვლელობების მომსწრენი გავხდებით. ვერ დავეთანხმები იმ მეგობრებს, ვინც ნემცოვს პირველი მსხვერპლი უწოდა. ეს, შეიძლება, პუტინის ეპოქის ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური მკვლელობაა, მაგრამ ყოფილა სხვებიც. ლიტვინენკო, ვისი მკვლელის ვინაობა (პრაქტიკულად) ცნობილია და (ბევრისთვის) არც შემკვეთი იწვევს ეჭვს. მაგნიცკი, რომელსაც ციხეში არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და ამას მკვლელობა ჰქვია. ტალაკონნიკოვა – 23 წლის გოგოს რომ მორდოვიის ლაგერში გაუშვებ ორი წლით დიდი სურვილი გაქვს, იქაური ზამთარი ვერ გადაიტანოს… მაგრამ ძალიან მაგარი გოგო აღმოჩნდა და გადარჩა…
და იმ ნაძირალამ 27 თებერვალი საგანგებო ოპერაციების დღედ გამოაცხადა.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.