რუსეთის დროშის დაწვა ეს არის ვანდალიზმი პირველ რიგში. მე არ ვიცი, ვინ დაწვა, ვინ იყო ხელმძღვანელი იმის, რომ ეს მომხდარიყო. ეს ცდება ადამიანურ ჩარჩოს, ცდება იმას, რომ ქალაქი და ქვეყანა მათთვის, ვინც ეს გააკეთა, მნიშვნელოვანია.. მე არ ვთვლი იმას, რომ ისინი არიან ქვეყანა, ვინც ცხრა წელი ჩვენ ძალიან ცუდ დღეში გვამყოფეს რა.
ოთარ ხარჩილავა, ფოთის მერის თანაშემწე
ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების სახე არ არის ირაკლი ალასანია, არც დავით უსუფაშვილი. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების სახე არის ამხანაგი ოთარ ხარჩილავა, რომელსაც რუსების მიერ ტერიტორიაწართმეულ ქვეყანაში, რუსების მიერ დაბომბილ ქალაქში რუსეთის დროშის გამოკიდება საამაყო საქციელი ჰგონია და ამ დროშის დაწვა კი – ვანდალიზმი.
სანამ ამხანაგი ხარჩილავა და მისი იდეების გამზიარებელი და მომწონებელი ხალხი თანამდებობაზე დარჩება – ის დარჩება ქართველი ამომრჩევლის სახედ. ჩვენი ყველასი (მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს და ვის მივეცით არჩევნებზე ხმა).
თუკი დილით სარკეში ჩაიხედავ და საკუთარი თავი არ მოგეწონება, სარკე არ უნდა გატეხო.