საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ გაზეთ “იზვესტიას” განუცხადა, რომ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა სურვილი გამოთქვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის პოზიცია დაიკავოს.
საქართველოს წარმომადგენლებსა და კონდოლიზა რაისს შორის შეხვედრა სტენფორდის უნივერსიტეტში შედგა, სადაც რაისი პოლიტოლოგიის პროფესორად მუშაობს. ჯაფარიძის გარდა შეხვედრას ამერიკაში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე და დეპუტატი თინა ხიდაშელი ესწრებოდნენ.
ბატონმა ივანიშვილმა ქალბატონი რაისის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას მაღალი შეფასება მისცა: “ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა, თუ ისეთი პოლიტიკოსი, როგორიც კონდოლიზა რაისია, მრჩევლობას იტვირთებდა. მე მივესალმებოდი და მადლობასაც გადავუხდიდი”.
თავად ქალბატონი რაისი აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
– მოხარული ვიქნები, თუ ჩემი სამსახური საქართველოს წაადგება. საქართველო ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და აშშ მას არც მომავალში მიატოვებს. ბედნიერი ვიქნები, თუ საშუალება მომეცემა, საქართველოს პრემიერის გუნდის წევრი გავხდე და ისეთი გამოჩენილი ექსპერტების გვერდით ვიმუშავო, როგორებიც არიან ბატონები სოსო ცისკარიშვილი და გია ხუხაშვილი.
შეკითხვაზე, თუ რა იქნება მისი პირველი რჩევა პრემიერს, ქალბატონმა რაისმა გვიპასუხა:
– ანჩისხატის ტაძარში დაბრუნება. ანალიტიკურ ცენტ “სტრატფორის” პროგნოზით, საქართველო გაბრწყინდება მაშინ, როდესაც ანჩისხატი ეკლესიაში დასვენდება, ასე რომ სწორედ ეს იქნება ჩემი პირველი რჩევაც ახალ პოსტზე.
© Tony Clifton Digital Media Ltd.
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.