Google-ის მოლაპარაკე პრეზერვატივი

კომპანია Google-მა ტექნოლოგიურ კონფერენცია SXSW Interactive-ზე ექსპერიმენტალური მოლაპარაკე პრეზერვატივი  წარადგინა, რომელიც პატრონს ჯანსაღი წესით ცხოვრებაში ეხმარება.

პრეზერვატივი Google-მა კომპანია Durex-თან ერთად შექმნა. ინჟინრების ჩანაფიქრით, “ჭკვიანმა” პრეზერვატივმა ადამიანს ჯანსაღი ცხოვრების მოტივაცია უნდა მისცეს.

მაგალითად, პრეზერვატივს შეუძლია იბუზღუნოს და არასაკმარისი რაოდენობის სექსის გამო პატრონს “ზარმაცი” ეძახოს, ან, პირიქით, შეუქოს აქტიურობა.

პრეზერვატივი აღჭურვილია ვიდეო-თვალით, რომელიც პატრონს სამიზნის გასწორებაში ეხმარება, ხოლო Bluetooth-ის მეშვეობით უკავშირდება სმარტფონს და პატრონის Googl+ გვერდზე ან Blogspot-ის ბლოგზე ათავსებს პოსტებსა და კომენტარებს:  Das ist fantastisch!

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

“გუგლმა” ჭკვიან პრეზერვატივი გამოიგონა

Advertisements