რუსი ქალების პირველი ნაკადი საქართველოში, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს შემოვა

“კარგად მოგეხსენებათ, რომ დასრულდა ინსპექცია და უკვე გამოცხადდა იმ ესკორტ-სააგენტოების ჩამონათვალი, რომლებსაც ოფიციალურად მიეცათ უფლება დაიწყონ საკუთარი მომსახურების რეგისტრაცია ქართულ ბაზარზე შესასვლელად, – ამის შესახებ დღეს სანკტ-პეტერბურგში გამართულ ბრიფინგზე “რუსკი კლუბი დოსუგა”-ს ხელმძღვანელმა მაშა ოლენინამ განაცხადა, – თბილისიდან ექსპერტიზისთვის მოვლენილმა დელეგაციამ კარგად იმუშვავა და, ჩვენი შეფასებით, შემოწმებამ ობიექტურად და პროფესიონალურად ჩაიარა. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსის მხრიდან გამოითქმეოდა ეჭვები, მაგრამ, ფაქტია, რომ თითქმის ყველა დაწესებულებამ, რომელსაც ამის სურვილი ჰქონდა, გაიარა შემოწმება. რამდენიმე ესკორტ-სააგენტო შემოწმების გარეშე დარჩა, მაგრამ ამაში ჩვენი ქართველი მეგობრები დამნაშავენი არ არიან, მოგეხსენებათ, მათი ფიზიკური შესაძლებლობებიც არაა ამოუწურავი, – განმარტა ქალბატონმა ოლენინამ, – მაგრამ ვინც შემოწმება ვერ გაიარა, იციან, რომ ქართული დელეგაციის წევრები ძალებს აღიდგენენ და მათ ორ კვირაში მოინახულებენ.”
ქალბატონმა ოლენინამ ასევე განმარტა, რომ მიწოდების გზებზე მუშაობა მიმდინარეობს.

“რაც შეეხება მიწოდებას, მინდა გითხრათ, რომ განიხილება სხვადასხვა მარშრუტი, საჰაერო მომოსვლიდან დაწყებული და რკინიგზისა და ნოვოროსისკის საბორნე მიმოსვლის ჩათვლით. დღეს ბორანი ამ მიმართულებით არ მუშაობს, მაგრამ თუ სააგენტოებისგან მოთხოვნა იქნება, შესაძლოა, ესეც აღდგეს”, – აღნიშნა “რუსკი კლუბ დოსუგა”-ს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, პირველივე წლის განმავლობაში შესაძლოა საქართველოს 8-10 მილიონი რუსი ქალბატონი ეწვიოს.

“არ დავმალავ, რომ თავდაპირველად 2-3 მილიონზე ვფიქრობდით, მაგრამ ქართული დელეგაციის მუშაობის ტემპმა გვიჩვენა, რომ ეს ციფრი ძალიან მოკრძალებული იყო, ამიტომ ახლა 8-10 მილიონს ვვარაუდობთ,” – დაადასტურა ქალბატონმა ოლენინამ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___

Advertisements