ჭიდაობის ფედერაციაში ყველაფერი იდეალურადაა!

ჭიდაობის ფედრაციის პრეზიდენტს, ლუკა კურტანიძესა და ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.

შეხვედრის შემდეგ სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა საჯარო განცხადება გააკეთა:

“სპორტი ცოცხალი მექანიზმია, ხდება გაუთვალისწინებელი მომენტებიც, რაც სამინისტრომ უნდა დაარეგულიროს და არამცდაარამც, ჩაერიოს. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა ყაზარაშვილი, მე მას აუცილებლად შევხვდები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემა უჩემოდაც მოგვარდება. ჭიდაობის ფედერაციას გააჩნია გეგმა და როგორც ვხედავ, გუნდში იდეალური მდგომარეობაა და ლუკა კურტანიძის მიერ დასახულ გეგმას, სამინისტრო სრულ მხარდაჭერას უცხადებს.“

“აბა, სულ მაგ ჭკუაზე ვარ, ახლა თავს ვაცემინებდი, – დაამატა (თავისთვის) ბატონმა მინისტრმა, – არა ბიჭო, ვარძელაშვილი მჯობდა!”

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

%d bloggers like this: