დავეწიოთ და გავასწროთ მინისტრს!

განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის დროსაც განაცხადა, რომ მედიის საშუალებით მის შესახებ ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.

ინფორმაცია, რომ სამინისტრო საახალწლოდ სტუდენტებისთვის 500-ლარიანი დახმარების გადაცემას გეგმავს ტყუილია, ისევე როგორც ტყულია, თითქოს უმაღლესი განათლება ძვირდება, ტყუილია ის ინფორმაციაც, რომ მე ძვირადღირებული მანქანა ვიყიდე და რომ ვიღაცის, მაგალითად, გია ნოდიას აგენტი ვარ, -  განაცხადა ბატონმა მარგველაშვილმა.

ერთადერთი სიმართლე ისაა, რომ მინისტრის ნალაპარაკევის არვის ესმის, მაგრამ ეს არა მინისტრის განათლებულობის, არამედ საზოგადოების გაუნათლებლობის ბრალია, რაც განათლების სამინისტროსთვის გამოწვევაა და ამ გამოწვევას სამინისტრო ადეკვატურად უპასუხებს, ამიტომ 2013 წლისთვის განათლების სისტემის ლოზუნგი იქნება: დავეწიოთ და გადავასწროთ განათლების დონით განათლების მინისტრს.

ქართველმა ერმა ეს ბარიერი თუ წარმატებით დაძლია, განათლების შემდეგ მინისტრად უკვე გია მაისაშვილი დაინიშნება.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements