თამარ გურჩიანი – სახალხო დამცველად!

გთხოვთ ყველას, ვინც ფეისბუქზე ხართ, სახალხო დამცველის პოსტზე მხარი დაუჭიროთ თამარ გურჩიანის კანდიდატურას.

http://www.facebook.com/TamarGurchianiSaxalxoDamcvelad

ვფიქრობ, გურჩიანი შესაფერისი კანდიდატურაა, მითუფრო, რომ ჰაერში კიდევ რამდენიმე კანდიდატურის სახელი ტრიალებს – მაგალითად, უმცირესობებთან რბილად რომ ვთქვათ არატოლერანტული დამოკიდებულების მქონე დიმიტრი ლორთქიფანიძის და გელა ნიკოლაიშვილის, რომელმაც ახლახანს გამოიჩინა თავი “მაესტროს” იმ ცნობილ ეთერში, ზაზა ბურჭულაძის ცემას რომ უძღოდა წინ.

იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულებით სისტემაში სიტუაცია მეტი ჰუმანურობისკენ შეიცვლება, მაგრამ რაც შეეხება რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ თუ სხვა უმცირესობებს, პირადად მე სიტუაციის გაუარესებას უფრო ველი. 

ასე რომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა ისეთი ფრთიანი ხელისუფლება ავირჩიეთ, რომ სახალხო დამცველი ვინ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს – ამ ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ.

ამიტომ, გთხოვთ ყველას, ვინც ფეისბუქზე ხართ, სახალხო დამცველის პოსტზე მხარი დაუჭიროთ თამარ გურჩიანის კანდიდატურას.

http://www.facebook.com/TamarGurchianiSaxalxoDamcvelad

გმადლობთ.

P.S.
როგორც გაირკვა, მურმან დუმბაძის გავიცესპიკერებაც გველის წინ…
ჩანს, უფლებადამცველებს საქმე არ მოაკლდებათ.

P.P.S.
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასამთავრო ორგანიზაციებიც თამარ გურჩიანის კანდიდატურაზე შეჯერდნენ.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)