აბა, ახალაია სჯობდა?!

ზაზა ბურჭულაზე არ მოსწონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და, ვეჭვობ, ის არც (მომავალ) პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს მოეწონება.

ზაზა ბურჭულაძე ყველაზე გამორჩეული, არაორდინალური და ნიჭიერი ქართველი მწერალია თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის. ის (ჯერ) კლასიკოსი არ არის, მაგრამ ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობისთვის იქნება კლასიკოსი. მაგრამ ვინც ზაზა ბურჭულაძეს სცემა, მას ქართული წიგნი არ წაუკითხავს და თუ წაუკითხავს, ვერ გაუგია. ვინც ზაზა ბურჭულაძეს სცემა, არ ვიცი რა ჰქვია,  ვინ არის, საიდან მოვიდა, სადაურია, მაგრამ კოლექტიური პატრიოტი და ღვთისმოშიში ქართველი კია, შოთა რუსთაველი და ილია ჭავჭავაძე რომ უყვარს და არც ერთი წაუკითხავს და არც მეორე. სულხან საბა რომ წვერით ითრია და თავი არტყმევინა ამბიონზე, ის ქართველია. წიწამურთან რომ იჯდა საფარში თოფით, ის ქართველია.

არ მინდა, რამდენიმე თვე რომ გავა და ხელისუფლებას გააკრიტიკებს ვინმე, პასუხად მოისმინოს – “აბა, ახალაია სჯობდა?!”

არ მინდა, მეგონოს, რომ სულ ორ ნაბიჯში ვართ მაქედან.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)