წინ – მომავალი არჩევნებისკენ

არაფერია იმ იდეაზე ძლიერი, რომლის დროც დადგა, – უთქვამს ჰიუგოს. მგონი, დადგა დრო, როდესაც ჩვენში პოლიტიკურ ძალებს შეკრავს იდეები, ღირებულებები და პრინციპები და არა ცალკეული პიროვნებები, დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ამომრჩევლები, წავიკითხავთ და ხმას მივცემთ პროგრამებს.

საქართველოში რამდენჯერმე სცადეს პოლიტიკურმა ძალებმა მემარჯვენე-ლიბერალური გაერთიანება შეექმნათ და ყოველ ჯერზე რესპუბლიკელები იყვნენ ამგვარი გაერთიანების ბუნებრივი და მნიშვნელოვანი წევრები – თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან და დასთან ერთად; ედპ-სთან ერთად; ნაციონალურ მოძრაობასთან და კონსერვატორებთან ერთად; ახლებთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად – რესპუბლიკელები ყველაზე ძველი (უწყვეტი სტაჟის გათვალისწინებით) პოლიტიკური პარტიაა საქართველოში, რომელიც ლიბერალურ იდეებსა და მემარჯვენე პროგრამაზე დგას (ჩემი გემოვნებით ეს მემარჯვენე პროგრამა ზოგჯერ ვარდისფრად წამოიფაკლება ხოლმე, თუმცა, მე მარგინალი ულტრა-მემარჯვენე ვარ და ჩემი გემოვნება სათვალავში მოსატანი არაა), მაგრამ თავად გაერთიანება ყოველთვის უდღეური აღმოჩნდა – ვერ გაუძლო ხელუსუფლების ხიბლსა თუ ვერგამარჯვების სიმწარეს…

ვფიქრობ, დადგა დრო, პოლიტიკურმა ძალებმა დაიწყონ მყარი მემარჯვენე-ლიბერალური გაერთიანების მშენებლობა, რომელიც არ დაიშლება ხუხულასავით უახლოესი არჩევნების შემდეგ და დიდხანს დარჩება პოლიტასპარეზზე. გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს მემარჯვენე ეკონომიკური რეფორმებისთვის, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ნატოში წევრობისთვის, ყოველგვარი ეთნო და (ფსევდო)რელიგიური შოვინიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და სხვა ფობიების წინააღმდეგ, მეტი პიროვნული თავისუფლებისა და ლიბერალური გარემოსთვის.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)