სისტემური მარცხი

როდესაც სასჯელაღსრულებით სისტემაში სამუშაოდ აიყვანეს ათეულობით სადისტი.

როდესაც საგამოძიებო სისტემას არ აღმოაჩნდა არც ნება და არც უნარი, გამოევლინა და აღეკვეთა დანაშაულებრივი სადიზმი.

როდესაც პარლამენტს არ გამოუვლენია არც ინტერესი და არც სურვილი ყურად ეღო სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშში მოყვანილი საზარელი ფაქტები.

როდესაც დეპუტატები, რომლებიც დარბაზში არ შედიოდნენ სახალხო დამცველის ანგარიშის მოსასმენად, ისევ სიებში მოკალათდნენ და ახალ პარლამენტში აპირებენ შესვლას.

როდესაც მედიამ წაუყრუა სახალხო დამცველის ანგარიშს და არ ჩაჰყვა ბოლომდე.

როდესაც ჩვენ ყველამ წავუყრუეთ ამ ყველაფერს და ხმა არ ამოვიღეთ მანამ, სანამ ვიდეოკადრები არ აგვაფარეს სახეზე.

როდესაც ისინი, ვინც თავად ცეკვავდა და მღეროდა იმ დროს, როდესაც არანაკლები უკანონობები ხდებოდა თუნდაც იმავე ციხეებში, დღეს სხვებს უკითხავენ მორალს.

როდესაც ისინი, ვინც არც ტიტულები დაიკლო და არც ჩინ-მედლები იმ დროს, დღეს სხვებს უთვლიან მედლებს.

როდესაც ყველა ის, ვისაც ეს ყველა ცალ ფეხზე ეკიდა, ახლა ახალ “კარმუშკას” ეძებს და ახალ პატრონს სურს ერთგულება დაუმტკიცოს.

და როდესაც ახალი პატრონი მათ ჩაიხუტებს.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)