ვენდოთ პოლიტმეტრს!

ნინო ჟიჟილაშვილსა და “პოლიტმეტრის” მთელ ჯგუფს (არ ვიცი, რამდენი ადამიანი ამზადებს ამ გადაცემას) 48 საათზე მეტი დასჭირდათ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს “გაერკვიათ”, თუ რა თქვა მიშა თავხელიძემ.

როცა გაარკვიეს, ასე დაასკვნეს – შეცდომა კი მოგვივიდა, მაგრამ “პატარაო”… ისე, ალეკო ელისაშვილსაც ეგრე ეგონა, ალბათ, რაკი სიტყვა “უსინდისო” (თავხელიძემ რომ უწოდა ოპონენტს) შეურაცხყოფად მიიჩნია, მაგრამ სიტყვა ფაშისტი, მარგველაშვილმა რაც უწოდა თავხელიძეს “გაატარა”… კი ვიცი, რომ ბევრს ჩვენთან ფაშისტი ქათინაური ჰგონია, მაგრამ ალეკო მათ შორის ნამდვილად არაა. ამიტომაც გამიკვირდა მისგან.

თქვენ კი მეუბნებით, “რეალტივიო”…

თუმცა, “რეალტივისგან” განსხვავებით, “პოლიტმეტრში” მოიბოდიშეს. ლაითად, მაგრამ – მაინც. ეს გულწრფელად მახარებს. ჩანს, პროფესიონალიზმი და ეთიკა ჩვენს მედიაში არ მომკვდარა, მხოლოდ უგვიანდება ხოლმე. 48 საათით.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)