მმკ-ს აქციები ლონდონის ბირჟაზე გაიყიდება!

როგორც ცნობილია, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” (მმკ) აქციები “ლონდონის საფონდო ბირჟაზე” განთავსდება.  ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 15 წელია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 25,5%. მოზიდული თანხის ძირითადი ნაწილი ხატების, ჯვრების და ხელკეტების შეძენას მოხმარდება. ამავე დროს, მთაწმინდაზე იგეგმება “მმკ-თაუერის” აგებაც საიდანაც განმაწმენდელი ცეცხლი მუდმივად გადმოეფინება რუსთაველის გამზირზე, რომ ყოველგვარი უწმინდურობა ძირშივე მოსპოს.

როგორც ეკონომიკის ცნობილი ექსპერტი, “მიუმხრობელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი” ჯოზეფ ცისი აცხადებს, ამით მმკ-სთვის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი იწყება, რო­მე­ლიც საერთაშორისო ასპარეზზე წარ­მო­ა­ჩენს ორგანიზაციას და ხელს შე­უწყობს მი­სი გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ამასთან, ბატონი ცისის აზრით, საფონდო ბაზრის შტურმისთვის, მმკ-მ კარგი დრო აირჩია, “საერთაშორისო ფინანსური ბაზარი დღეს პანიკაშია, – ამბობს ექსპერტი, – საბერძნეთის, ასევე ესპანეთისა და პორტუგალიის მოსალოდნელი დეფოლტი სიტუაციას მეტად არასტაბილურს ხდის, რა დროსაც ინვესტორები ბუნებრივად ეძებენ სტაბილურ დასაყრდენს და მმკ ამ კუთხით მათთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება ფულის დასაბანდებლად… თანაც გუშინდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ მმკ ძლიერია, როგორც არასდროს. გუშინ ჩვენ მოწმენი გავხდით “ძლევაი საკვირველისა”, რაც მმკ-ს საერთაშორისო რეიტინგზე დადებითად აისახა. ამიტომ, მათი აქციების განთავსებას, პირადად მე, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ,” – შეაჯამა თავისი გამოსვლა ექსპერტმა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements