მოდი, ვნახოთ მილიონი

ძვირფასო მეგობარო,

ნება მობოძე, წარმოგიდგე: ჩემი სახელია როზა (ემილი, ბობი, რობი) მე გახლავარ ნიგერიის (სიერა-ლეონეს, ლიბერიის, კოტ დ’ივუარის) ყოფილი პრეზიდენტის (პრემიერ-მინისტრის, მინისტრის, ბანკირის) მეუღლე (ქალიშვილი, ძმა, ადვოკატი) და შენი დახმარება მჭირდება.

ჩემს ქმარს (მამას, ძმას, კლიენტს) საბანკო ანგარიშებზე დარჩა 100’000’000 აშშ დოლარი, რომლის გამოხსნაში შენი დახმარება მჭირდება, რისთვისაც პირადად შენ გერგება კომისია 1% – 1’000’000 აშშ დოლარი.

გთხოვ, სასწრაფოდ გვაცნობო შენი საბანკო რეკვიზიტები, სადაც შევძლებთ თანხის გადმორიცხვას.

მეგობარო, შენ ისეთი კეთილი თვალები გაქვს, აქედანვე ჩანს, რომ გულკეთილი ადამიანი ხარ, ნუ დატოვებ უყურადღებოდ ჩემს გაჭირვებას.

***

ალბათ ასეთი წერილი ბევრს მიგიღიათ და დაუნდობლად წაგიშლიათ ინბოქსიდან?

ჰოდა, სულ ტყუილად! მეტად უნდა ვენდოთ ადამიანები ერთმანეთს, დავუჯეროთ ერთურთს!

გაიხსენეთ კაცი, რომელმაც დაიჯერა და ახლა – მილიონერია.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Koba Davitashvili

___

Advertisements