აღდგომის კვერცხი მხოლოდ მართლმადიდებლებს ერგებათ!

საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ აღდგომის მადლი მხოლოდ მართლმადიდებელებზე გადმოდის. ამის საბუთად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ დედლები ნაკურთხ კვერცხს მხოლოდ მართლმადიდებლურ “წითელ პარასკევს” ე.წ. ძველი სტილით – ანუ ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით დებენ.

მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით დედლების მიერ ნაკურთხი კვერცხის დადება უტყუარი მტკიცებაა მართლმადიდებლური კალენდრის ჭეშმარიტებისა და კათოლიკეთა და პროტესტანტთა მწვალებლობის მხილება.

უკვე მრავალი საუკუნეა, რაც ნაკურთხი კვერცხის მისაღებად აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს და აუცილებლად ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იულიუს კეისრის მიერ დადგენილი და არა მწვალებელი პაპ გრიგორის მიერ გაუკუღმართებული კალენდრით.

ცნობილია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა აღმსარებლობის ვითომ-ქრისტიანმა მწვალებლებმა შეასწრეს მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა ნაკურთხი კვერცხის მისაღებად, მაგრამ დედალს კურტუმო შეეკრა და კვერცხს არაფრის დიდებით არ იძლეოდა, ბოლოს, მწვალებლები რომ არ მოეშვნენ, გაშალა ფრთები, აფრინდა, აიჭრა ზეცად, კამარა შეკრა და კვერცხი მთელის ძალით გასტყორცნა გალავანს იქეთ, სადაც მართლმადიდებელი პატრიარქი ყავდათ დაკავებული, თან, ისე, რომ ნაკურთხ კვერცხს ბზარიც არ ეყო, არც ძირს დავარდნილა, პირდაპირ მართლმადიდებელ პატრიარქს ჩაუგორდა პეშვში.

წიგნიდან: „ნაკურთხი კვერცხი და მწვალებლების თავპირმოჭრა“, 1012 წელი.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements