ხელისუფლება პანიკაშია! – აცხადებს ექსპერტი

“ხელისუფლება პანიკაშია და მისი ჩამოშლის პროცესი დაიწყო”, – აცხადებს გამოჩენილი ქართველი ექსპერტი, “მიუმხრობელ ექსპერტთა კლუბის” ხელმძღვანელი ბატონი სოსო ცისკარიშვილი, ამ განცხადების საფუძველს მას ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აძლევს, რისი კულმინაციაც, ექსპერტის აზრით, სამთავრობო არხის ცნობილი სახეების, თემურ მჟავიას, ამიკო ჩოხარაძისა და ლევან გოგორელიანის ივანიშვილის “ჯორჯიან დრიმ სტუდიოში” გადასვლაა.

“რუსთავი ორი” ხელისუფლების ნაწილია, – აცხადებს ბატონი სოსო, – “კომედი შოუ” კი მისი პროპაგანდისტული მანქანის დამრტყმელი ძალა, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის მუშაობს, ამ ვითარებაში მისი წამყვანი სახეების გაქცევა – კაპიტულაციის ტოლფასია. ხელისუფლება პანიკაშია და მისი ჩამოშლა სწორედ კომედი შოუდან დაიწყო”, – განგვიცხადა ბატონმა ექსპერტმა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

___

Advertisements