მომავალი არჩევნების გაყალბების სქემა გაშიფრულია!

ნაციონალური მოძრაობა არჩევნების მოგებას ჩინელი ამომრჩევლების ხმებით აპირებს, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ლეიბორისტულმა პარტიამ გაშიფრა არჩევნების უპრეცენდენტოდ გაყალბების სქემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ამერიკელმა მრჩევლებმა შეიმუშავეს:

ამერიკას იმედი არ აქვს, რომ ქართველი ხალხი მის მარიონეტს დაუჭერს მხარს, ამიტომ ვაშინგტონში  დაიგეგმა საარჩევნო სპეცოპერაცია. არჩევნების დღეს საქართველოს მოქალაქეობა დროებითი წესით მიენიჭება საქართველოში მცხოვრებ ათობით ათას ჩინელს, რომლებიც ხმას ნაცმოძრაობას მისცემენ,  თითოეულ მათგანს კი მათი ხმის სანაცვლოდ ჩაერიცხება 15-15 დოლარი შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან. სენატორმა მაკეინმა შესაბამისი კანონპროექტი შეიტანა კონგრესში და ეს თანხა უკვე მობილიზებულია …  იუდამ მაცხოვარი 30 ვერცხლად გაყიდა და სააკაშვილის ფასად კი ვაშინგტონელმა უფროსმა ძმამ 15 დოლარი დაადგინა, – განაცხადა ჯიბლაძემ, – მაგრამ, სააკაშვილმა, ეტყობა, ამერიკელებზე უკეთ იცის თავისი რეალური ფასი და დაცემული რეიტინგი და კარგად ხვდება, რომ მხოლოდ ჩინელების ხმები მას გასამარჯვებლად არ ეყოფა, სწორედ ამიტომ, ის აპირებს მოისყიდოს თურქი ამომრჩევლებიც, რომლებიც არჩევნების დღეს აჭარაში გადმოვლენ და ნაცმოძრაობას მისცემენ ხმას… რამდენადაც მაკეინმა თურქი ამომრჩევლების ხმის საყიდლად ფული არ გამოყო, ჩვენს გაღლეტილ ბიუჯეტში კი თანხები არ მოიძებნა, სააკაშვილმა ამ ხმების სანაცვლოდ ბრძანება გასცა, სასწრაფო წესით ააშენონ აჭარაში სულთან აზიზიესა და სხვა თურქი სულთნების მეჩეთები.

ასევე, გამორიცხული არაა, საქართველოს მოქალაქეებად უცებ მოგვევლინონ ინდოელები, ავღანელები და ბანტუსტანელები, თუკი ნაცმოძრაობა და მისი ამერიკელი პოლიტტექნოლოგები დათვლიან, რომ ხმები ისევ არ ყოფნით.

ხალხო, იყავით ფხიზლად! – ამ გაფრთხილებით დაასრულა ბრიფინგი ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements