კვლევა: ქართველი ელექტორატის პროფილი

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით „ელექტორატის პროფილი”, რომლის  მიზანიც ქართველი ელექტორატის პროფილის დადგენაა. კვლევა მკაფიოდ ადგენს ამომრჩევლის ინტერესებს, დემოკრატიისადმი დამოკიდებულებას, იმას, თუ რა ღირებულებებს იზიარებს და ეფუძნება ქართველი ელექტორატი და ფრიად საგულისხმოა საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალისთვის

მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების მქონე გამოკითხულთა 59% მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას – 50%.

თამბაქოს მწეველთა 53% ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია, 35% ნაციონალური მოძრაობისა, 16% კი ნინო ბურჯანაძეს უჭერს მხარს.

მონადირეთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით მწვანეთა პარტია სარგებლობს, რომელსაც გამოკითხულთა 88% უჭერს მხარს, მონადირეთა 36% მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, 28% კი – ნაციონალურ მოძრაობას.

სპეციალისტთა აზრით, ძალიან საყურადღებოა ის პროპორცია, რომელიც გულშემატკივართა შორის ვლინდება – ფეხბურთის მოყვარულთა 67% ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, კალათბურთის მოყვარულთა 37% კი – ბიძინა ივანიშვილის, ხოლო ვისაც “დურაჩკა” სპორტი გონია, მათ შორის ლეიბორისტული პარტია ლიდერობს 99%-ით.

მათ შორის, ვინც დილაობით ყავას სვამს, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 28%. ჩაის მოყვარულთა შორის კი ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს 44%. ხოლო, ვინც იოგურტს ჭამს, მათი მხარდაჭერა ანინას აქვს გარანტირებული, კენჭს რომ იყრიდეს.

ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა 55% ცაციაა, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა შორის კი ასეთები მხოლოდ 12%, სამაგიეროდ, ნაციონალურ მოძრაობას  წაბლისფერთმიანი ამომრჩევლების 65% მხარდამჭერის იმედი უნდა ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილს კი 21%-სა.

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 27% დივანზე წამოწოლილი კითხულობს, ბიძნა ივანიშვილის მხარდამჭერთა 32% კი სკამზე შემომჯდარი, ლეიბორისტების მხარდამჭერთა 41% კი – ფეხზე დამდგარი.

პოლიტიკოსებმა, უდაოდ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ტივზე მოქეიფეთა შორის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 35%-ია, ნაციონალური მოძრაობისა – 48%, ხოლო 72% გუბაზ სანიკიძეს დაუჭერდა მხარს, მაგრამ შიშობენ, ტივი არ ჩაიძროს.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი მუშაობას აგრძელებს და მომავალში კიდევ უფრო საინტერესო მასალების მოწოდებას გვპირდება.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements