ხმები ფეისბუქის გაყიდვის შესახებ დადასტურდა!

უცვლელად გთავაზობთ მარკ ცუკერბერგის მიერ პალო-ალტოში გაკეთებულ განცხადებას:

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ფეისბუქი გავყიდო. ხელშეკრულება 2012 წლის 15 მარტს შევა ძალაში.

რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

1. მე გადამიხდიან ფეისბუქის საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულებას შეაფასებს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი.

2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მე, როგორც ფეისბუქის დღევანდელ მფლობელს, მას დამიბრუნებენ სიმბოლურ ფასად – 1 (ერთ) დოლარად. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაფორმდება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ფეისბუქის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება, დაბრუნების მომენტში, მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.

3. ფეისბუქში დარეგისტრირებული ყველა ადამიანი შეინარჩუნებს სოციალური ქსელის საერთო სივრცის 50 პროცენტს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეეძლებათ პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი აქტივობის დონე, თაიმლაინი, ატვირთული ფოტო და ვიდეო-მასალა და ა.შ.

ასე რომ, ამ გადაწყვეტილებით ფეისბუქი მხოლოდ მოიგებს და არვინ დაზარალდება."

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

%d bloggers like this: