შალვა ნათელაშვილი მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ემზადება

როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი (შრომის) პარ­ტი­ის ლი­დე­რი შალ­ვა ნათე­ლაშ­ვი­ლი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმყოფება.

ვა­შინ­გ­ტონ­ში ქართველ პოლიტიკოსს და­გეგ­მი­ლი აქვს შეხ­ვედ­რე­ბი ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი და სტრა­ტე­გი­უ­ლი ცენ­ტ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ის, აგრეთვე, შეხ­ვ­დე­ბა ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თ­ვე­ლებ­სა და პრე­სი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს. შალვა ნათელაშვილმა ორგანიზება გაუკეთა საპროტესტო აქციას, რომლის დროსაც თეთრ სახლს მათი მარიონეტის, დიქტატორ სააკაშვილის მოშორება მოთხოვა.

მაგრამ ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ლიდერის ამერიკული ვოიაჟის მთავარი მიზანი სხვა ყოფილა, ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა, კახაბერ ძაგანიამ აცნობა.

“ბატონი შალვას მიზანია, საქართველოს სახელით მსოფლიო რეკორდი დაამყაროს, – განაცხადა ბატონმა ძაგანიამ, – 1986 წელს ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა დოქტორმა ჰაიდერმა აშშ-ის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ თეთრი სახლის წინ შიმშილობის აქცია მოაწყო და 218 დღე იშიმშილა. ეს მსოფლიო რეკორდია, რომლის განმეორებას აგერ უკვე 25 წელია ვერვინ ახერხებს. და აი, დღეს, საქართველოს სახელის შორს გასატანად, ბატონი შალვა ნათელაშვილი ჰაიდერის რეკორდის მოხსნას აპირებს. ის თეთრი სახლის წინ შიმშილობის აქციას დაიწყებს, რომელიც 220 დღე გაგრძელდება,” – განუცხადა პარტიის ოფისში შეკრებილი მედიის წარმომადგენლებს კახა ძაგანიამ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements