ქართულ მაღაზიებში გრანდიოზული აქციები დაიწყო

ახლა, როდესაც მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ქსელები მომხმარებლებს საზაფხულო ფასდაკლების აქციებს სთავაზობენ, მათ არც ქართული მაღაზიები ჩამორჩებიან – 15 ივლისიდან ქართველი მოვაჭრეები იწყებენ გრანდიოზულ აქციას დევიზით:

“იქონიე ნამუსი და დაუჭირე მხარი ეროვნულ მეწარმეს!”

აქციის განმავლობაში ქართულ მაღაზიებში საქონელი 15-30%-იანი ფასმატებით გაიყიდება – ქართველი მეწარმენი იმედს გამოთქვამენ, რომ აქცია მომხმარებლების დიდ ინტერესს გამოიწვევს. მეწარმეებს ქართველი მომხმარებლის მაღალი ეროვნული თვითშეგნების რწმენა აქვთ და დარწმუნებულნი არიან, რომ აქციის მიმდინარეობისას გაყიდვები ერთიორად გაიზრდება.

“თუკი აქციის სტარტი წარმატებული იქნება, ქართულ მაღაზიებში ფასმატება 50-70%-აც მიაღწევს, დაგვპირდნენ “გოგი თოფაძის სახელობის პატრიოტ მეწარმეთა კავშირში”.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements