რობერტ სტურუა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიემგზავრება

190px-Robert_Sturuaდღეს, 24 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალ ელჩებს დანიშნავენ:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის კანდიდატურაზე გადაცემა “ვის უნდა 20 000”-ის წამყვანი მამუკა გამყრელიძეა წარდგენილი.

დანიის სამეფოში საქართველოს ახალი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლოზ რთველიაშვილი წარადგენა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩსებს: ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში – გიორგი ბადრიძეს, ფინეთის რესპუბლიკაში – კონსტანტინე ქავთარაძეს და სლოვენიის რესპუბლიკაში – საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ალექსანდრე ნალბანდოვს უფლებამოსილება გაუგრძელდებათ.

რაც შეეხება რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას მისი კანდიდატურა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს კულტურული ატაშეს თანამდებობაზეა წარდგენილი.

ამავე სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატი გურამ ჩახვაძე ხელისუფლებას ფრანგულ მხარესთან ირაკლი ოქრუაშვილის გადმოცემის საკითხის დაყენებას მოსთხოვს.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements