როგორ მიაჩმორა პატრიარქმა ბეთჰოვენი

ორიოდ წლის წინ კოლუმბიელმა მხატვარმა როდოლფო ლეონ სანჩესმა შექმნა კომიქსების სერია იოანე-პავლე II-ზე HomoPater, სადაც აწ გარდაცვლილი პაპი სუპერმენის, ბეტმენის, სპაიდერმენის და სხვა მსგავსი მენების დარ სუპერ-გმირადაა გამოყვანილი.

el_incredible_homopater_01el_incredible_homopater_02

სხვათა შორის, ეს პაპის გაკომიქსების პირველი მცდელობა არ ყოფილა – იოანე-პავლე II ჯერ კიდევ 1982 წელს გააკომიქსა ყოველთა კომიქსთა მამამ – კომპანია Marvel-მა. მოგვიანებით ის კიდევ რამდენიმე კომიქსების კრებულის გმირი გახდა… რითი დაიმსახურა იოანე-პავლემ ასეთი პატივი? კი ბატონო, აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ ყოვლისა – პოლონეთში, ბოლშევიზმის დამარცხებაში მისი როლი ძალიან დიდია, მაგრამ განა ეს საკმარისია? ან ჩვენი პატრიარქი რითია ნაკლები?

მხოლოდ ჩვენს პატრიარქს შესწევს ძალა ფლობდეს ხალხთა მასების გულსა და სულს – მართოს ხელისუფლება და ოპოზიცია, გაზეთები და ჟურნალები, კინო და თეატრი, ექიმები და მშენებლები, ბიზნესმენები და არასამთავროები, მწერლები, მხატვრები და სტრიპტიზის მოცეკვავეები, სპორტსმენები და მუსიკოსები… დაბოლოს, მხოლოდ საქართველოს პატრიარქს შეუძლია ბეთჰოვენის მიჩმორება – რაც 1 მაისს თბილისში გამართული მუსიკალური საღამოს დროსაც დადასტურდა – ელისო ბოლქვაძემ ბეთჰოვენის I საფორტეპიანო კონცერტი და VII სიმფონია შეასრულა, მაგრამ როგორც ლაშა ბუღაძისგან შევიტყე, პუბლიკა დარბაზში სრულიად ევროპული მასშტაბით “გატელევიზორების” პერსპექტივამაც კი ვერ დააკავა (ამ კონცერტის ჩასაწერად MEZZO-დანაც იყვნენ ჩამობრძანებულნი):

ბოლოსკენ ფაქტობრივად სრულად დაიცალა დარბაზი – ხალხი, როგორც ჩანს, ფილარმონიისკენ მიიჩქაროდა პატრირქის კათოლიკურსათაურიანი საგალობლების მოსასმენად და ბეთჰოვენის მეშვიდეზე უკვე დიდი გაწევ-გამოწევაც ყოფილა გასახდელში.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ლაშა ბუღაძე, “ქართული ტაში MEZZO-ზე”, რადიო “თავისუფლება”, 4 მაისი, 2011

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)