რატომ არ დაესწრო გიორგი თარგამაძე ბარაქ ობამას საუზმეს?

გასულ თვეს სამი საკითხი აღელვებდა მსოფლიოს:

მოვლენ თუ არა ეგვიპტის ხელისუფლებაში ისლამისტები?

შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლებას მუამარ კადაფი?

რატომ არ დაესწრო გიორგი თარგამაძე ბარაქ ობამას მიერ გამართულ საუზმეს?

საუზმე აშშ-ს პრეზიდენტთან – უკვე ტრადიციაა. 1950 წლიდან მოყოლებული თებერვლის პირველ ხუთშაბათს იმართება ხოლმე და მას მსოფლიოს გამოჩენილი დისიჟენ-მეიქერები და პოლიტიკოსები ესწრებიან.

გიორგი თარგამაძემ საუზმეზე მიწვევა მიიღო, მეტიც, ობამამ მას პირადადაც დაურეკა, თუმცა, ქართველმა პოლიტიკოსმა მიწვევის მიღებაზე უარი თქვა.

ცხადია, მსოფლიო მედია აფორიაქდა და უმალ არაერთი ვერსია გავრცელდა.

ვერსია, რომ გიორგი თარგამაძეს წუხელ ისპანახი ჰქონდა ნაჭამი და ცოტა შეუძლოდ იყო.

ვერსია, რომ გიორგი თარგამაძეს კუჭი ჰქონდა აშლილი.

ვერსია, რომ გიროგი თარგამაძე დიეტაზეა და საუზმეს საერთოდ არ მიირთმევს.

თუმცა, ჭეშმარიტება სულ სხვაა – აშშ-ს პრეზიდენტის საუზმე ნაკურთხი არ იყო და, ცხადია, ქვეყნის ნომერ პირველი ქრისტიან-დემოკრატი მას პირს ვერ დააკარებდა, ესეც რომ არ, საუზმე ლოცვით იწყება და სხვადასხვა ჯურისა და სექტის წარმომადგენლებთან ერთად ლოცვა სადაური ქრისტიან-დემოკრატიული წესია?

მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტს მასთან საუზმეზე მყოფი ირაკლი ალასანიასა და მიხეილ მაჭავარიანის პირით გიორგი თარგამაძისთვის დიდი მოკითხვა შეუთვლია და მათივე ხელით საპრეზიდენტო სუფრიდან ჰამბურგერი, ვაშლის პეროგი და 2 ბოთლი კოკა-კოლა გამოუგზავნია.

მართლმადიდებლურად აკურთხებინოს და ჩემს სახელზე მიირთვასო…

გაამოთ, ბატონო გიორგი, გაამოთ!

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements